გუშინ აბაშიძეზე ერგოლაინში ვიყავი და სპრეი რუჯი გავიკეთე.
რუჯის შესხმისას გასათვალისწინებელი გარემოებები:
1) ჭადის ფქვილით სახის და ტანის კარგად გასკრაბვა.
2) სასურველია შლოპანცების წაღება, რომ ტერფები არ აჭრელდეს.
3) გაშვებული ტანსაცმლით მისვლა (იუბკის რეზინის პატარა კვალი დამრჩა მუცელზე)
4) არსად არაფერი არ უნდა გესვას. არც სახის/ტანის დამატენიანებელი, არც იღლიის დეზადორი, არც ხელის კრემი.
5) შესხმის შემდეგ ტანსაცმელზე რჩება კვალი. ამიტომ ისეთი რამ გეცვათ, რაც არ დაგენანებათ. თუმცა მითხრეს, რომ გაირეცხებაო.
6) ლიფს იხსნი და ისე გასხამენ (თუ მთელ ტანზე ისხამ. თუ არადა სხეულის ცალკეულ ნაწილებზეც ასხამენ და 60 ლარის ნაცვლად ნაკლები ღირს).
მიუხედავად იმისა, რომ წინასწარ ჭადის ფქვილით კარგად გავისკრაბე სახეც და ტანიც, შესხმისას ეგრევე ლაქები გამომიჩნდა ხელებზე. უბრალოდ ლაქები კიარა, უზარმაზარი ლაქები. თან ვერავინ ვერ მამშვიდებდა, თვითონაც გაუკვირდათ.
გამოვედი თუ არა იმ ოთახიდან ფული გადავიხადე (60 ლარი) და რაა ვხედავ - საშინელი წარღვნაა

არადა ავტო რუჯის შესხმიდან 8 საათი წყალს არ უნდა გაეკარო, თორემ აჭრელდები. მეც პატიოსნად მოვიცადე და წვიმის გადაღებას დაველოდე.
გზაში 1-2 წვეთი მაინც შემესხა და საზიზღრად გამედღლაბნა, მაგრამ არ მივაქციე ყურადღება.
სახლშიც საქმეები მქონდა და ხან წყალთან მქონდა შეხება (რეზინის ხელთათმანებით) ხან რასთან. მაგრამ გრძელ სახელოიანი ტანსაცმელი მეცვა და არაფერი მოუვიდა კანს.
ხელებზე გაჩენილი ლაქები ძალიან არ მომწონდა. იმ გოგოს გაფრთხილებული ვყავდი, რომ ხელი არ მეხლო, მაგრამ რამდენიმე საათში ნაზად გავიფერკმთალე.
შესხმიდან 10 საათში თბილი წყლით ჩამოვიბანე. წვიმის წვეთებისგან დარჩენილი გადღლაბნილობა და ის ლაქები გაქრა.
მეორე დღეს გავიღვიძე ზაგრიანმა (იმაზე ნაკლებად, ვიდრე გუშინ, მაგრამ ეს კიდე უნდა გამუქდეს).
არ მინდოდა შოკოლადისფერი, მინდოდა ის ფერი რა ფერსაც ბუნებრივად ვიღებ მზეზე. აშკარად გაამართლა. მოოქროსფრო რუჯი მაქვს ეხლა.
ყველაფერი კარგია ერთის გარდა: ოდნავ შესამჩნევი სუნი აქვს. დიდხანს მზეზე ყოფნის სუნს ჰგავს.