meluziგადხედე წინა გვერდებს ბევრი რამე გვიწერია, ნიღბები , ზეთები, ყველაფერი რაც მიმართულია თმის გაზრდაზე..
ისე კი ასეთი პრობლემა ბევრს აქვს, თითქოს ფიქსირებულია სიგრძე და იმის იქით აღარ მიდის.. უნდა გაიკეთო ნიღბები, რომლებიც მიძინებულ ფოლიკულებს გააღვიძებს, ასეთებია "გამახურებელი" ნიღბები : მდოგვის, წიწაკის, დარიჩინის, ნივრის, ხახვის.. სისქისთვის და თავად ღერის გასქელებისთვის, ნუ რაც გაქვს ის არ გასქელდება, მაგრამ უფრო ჯანსაღი გახდება, მაგრამ ახალი რაც ამოვა, და ამოვა ბევრი თუ "გამაურებლებს" გაიკეთებ, იქნება უფრო სქელი და ხარისხიანი.. მე რაც დავიწყე ეს ნიღბები რაღაც "ანტენკები" მაქვს თავზე ყველა სხვადასხვა სიგრძის, ანუ ახალი თმა ამოდის ზალიან ბევრი, ეგ დიდად არ მინდა, მაგრამ სიგრძის გამო დავნებდები ამას, გასქელდება-შეითხელებ ადამიანი

ხო რას ვწერდი დამავიწყდა, მოკლედ გასქელებისთვის, კარგია კაკაოს ნიღაბი, თმის სტრუქტურის აღდგენისთვის და გაუმჯობესებისთვის ზეთები : "რეპეინოე", კასტორკა-ქართული სახელები მავიწყდება, მაპატიე

ზეითუნი, ქოქოსის, სელის, ნუშის და უამრავი სხვა.. ზეთი ინდივიდუალურია ძაან, მე ქოქოსი მიხდება ძაან, თუმცა აქ ვერ ვიპოვე და რეპეინოე მინაცვლებს, თან რაც ძირებს უხდება, ის შესაძლოა ბოლოებს გიშრობდეს, მოკლედ "მეტოდომ პრობ ი ოშიბოკ" უნდა აირჩიო ის რაც მოგეწონება და მოგიხდება.. როგორ გამოიყურება ეს პროცესი , მაგალითად : ისმევ რეპეინოეს მთლიანად თმაზე, იჩერებ ერთ საათს, მერე ზევიდან 15 წუთით , მხოლოდ ძირებში შეიზელ მდოგვის ფხვნილის ნიღაბს, ჩამოიბან შამპუნით, შამპუნს მარტო ძირებზე წაისმევ, ბოლოებს აშრობს ყველაზე მეტად შამპუნი..ჩამოიბან გრილი წყლით ამ მდოგვს და წაისმევ ბალზამს, გაიჩერებ 5 წუთს და ზეთი უადვილესად ჩამოირეცხება.. შეგიძლია, თმისთვის მოცულობის მისაცემად გვირილის ნაყენი გადაივლო... არ იხმარო ფენი, პლოიკა, უთო.. კვირაში ორჯერ თუ გეზარება, ერთხელ მაინც რომ გააკეთო ეს პროცედურები, მალევე ნახავ შედეგს..
ბოლოები ცხელი მაკრატლით პერიოდულად ყველას აქვს შესაჭრელი, მაგრამ თუ უვლი ეს პერიოდი ძალიან გაიზრდება..
შამპუნი ცხიმიანი თმისთვის და ასევე მოცულობისთვის საკმაოდ ცუდია თმისთვის, პირველი აშრობს, მეორეს ძალიან "მძიმე" შემადგენლობა აქვს
ვიტამინებიც არ გვაწყენს არავის, მით უმეტეს, რომ გაზაფხული მოდის.. კარგებია: ნყტრიკაპი, ვიშის ვიტამინები, პერფექტილი, აქებენ ასევე რევალიდსა და მერცს.. აქაც დიდი არჩევანია..
ჭამეთ ხაჭო, თაფლი, თხილი და მზესუმზირა..
დაარეგულირეთ ძილის რეჟიმი.. არ დაიბანოთ ძალიან ხშირად თავი და წყალი უნდა იყოს ნორმ. ტემპერატურის..
ხო, კიდევ პროფ ნიღბებს არ გირჩევთ, მხოლოდ ვიზუალური ეფექტი აქვს, და ჯობს ჯერ თმა გაჯანსაღდეს და უკვე მერე მივცეთ "ლოსკი" , როდესაც უკვე გრძელი იქნება და მოვლილი
მოკლედ რამდენი ვწერე
მყნამერუსულად აწერია მაინც და ასე უთხარი "რეპეინოე მასლო" , ან "კასტოროვოე მასლო" , მეორე ავერსში არის ზუსტად ვიცი, პირველი აბსოლუტურად ყველგან უნდა იყოს..
This post has been edited by La Bonnie on 19 Feb 2011, 22:21