დავიწყე

მე ვიყავი საირმე 2004 -ში. ქვემოთ არის მეორე სანატორიუმიც - "ბაღდათი".
ამ მეორეს დამსვენებლებსაც ველაპარაკე და ასე თუ ისე მივხვდი სიტუაციას. სილამაზის წყაროს ასახვევთან კიდევ ერთია. იქ არ ვიცი რა ხდება, უფრო ძვირია და უფრო კარგიც მგონია.
მე ვიხდიდი დღეში 25 ლარს. ცხელი წყალი იყო 24 საათი, აბაზანა და ტუალეტი ფრაივით (ახლა მომატებული იქნება ფასები)
მანდ ძალიან მნიშვნელოვანია ცხელი წყალი. თუ მზე არ არის ძალიან ცივა და ნესტია. თუ მზეა ჩრდილში მაინც ცივა. მე კარგი ამინდები დამემთხვა ძირითადად.
ასევე მინერალური წყლის სმის გამო ტუალეტი სულ გჭირდება, შარდის ბუშტი შოკშია
ოთახი იყო ლამაზი და აივანი ჰქონდა ულამაზესი (ზედა სართულები ჯობია, ქვემოთ ნესტია და ზემოთ უფრო ლამაზი ოთახებია მგონი)
მდინარის პირზე არ უნდა იყოს და ბაღდათში უკანა ოთახები არ ვარგა.
აივნიდან იყო ულამაზესი ხედი. დილით რომ გამოდიხარ ვიწრო მწვანე ხეობას ხედავ. ეს სიმწვანე მამშვიდებდა
მთების ალყაში ხარ და ხეები ისე ახლოს გეჩვენება გგონია ხელს მოკიდებ.
ბუნებში ამდენნაირი მწვანე ფერი თუ არსებობდა ნამდვილად არ მეგონა. ყველა ტონი იყო
ფოთლოვანი ხეებიც ჩანდა და წიწვოვანიც. ნიავზე ტყე ზღვასავით ღელავდა
ნაძვები კიდე ცას იყო მიბჯენილი.
დილით აივანზე ვიჯექი ყავას ვსვავდი ყველთან ერთად და ან წიგნს ვკითხულობდი ან ფილმს ვუყურებდი.
სასიმოვნო ჰაერია, ჩრდილში ცხელა, მზეზე ცივა. მზის სხივები დილით მწვანედ ირეკლება
ნისლიც ლამაზია (თუმცა მოსაბეზრებელი). მითხრეს აქ სულ ჟინჟლავს და მოღრუბლულიაო. მე გამიმართლა მგონი სამი დღე იყო ასე დანარჩენი მზე.
ნებისმიერ შემთხვევაში თბილი ტანსაცმელი დაგჭირდება, საწვიმარი და ბოტები

კვება შედიოდა 3-ჯერ, მაგრამ იქ არ ვჭამდით. სულ ერთი და იგივე საჭმელებია, დიეტურებია (ეს კარგია, მაგრამ გბეზრდება რა)
დილით მანის ფაფა, ტკბილი ფლავი (რომ ფლავდება ის ), მეორენაირი ტკბილი ფლავი ჩირებით (ფანტია ამას არაუშავს) ან წიწიბურა. აქედან უნდა ამოირჩიო.
ტკბილს ვერ ვიტან და ჩემნაირები არ არის გათვალისწინებული, შესაბამისად ან მანდ არ ვჭამდი ან წიწიბურას ვჭამდი. პური (თეთრი და შავი) კარაქი და ჩაი.
შუა დღისას ბორში ან კარტოფილის სუპი, სალათი (არ ვარგოდა). არაჟანი, წიწიბურა, ხანდახან მოხარშული კვერცხი.
ყოველ დღე კატლეტი, უბრალოდ ამოვიდა ყელში, ისე გემრიელი იყო.
საღამოს მშობლიური კატლეტი და საშინელი კისელი ან ატმის კომპოტი (თუმცა ატამი არსად ჩანდა) და ისევ ის წიწიბურა ან ტკბილი ფლავი/მანის ფაფა
მოკლედ 3 ჯერადი კვება რომ უწერიათ ეგ მე არ გამომიყენებია . მაინც არ ვჭამდი მანდ. და მაგ მენიუთი უკმაყოფილო ვიყავი.
თუმცა იყო ხალხი ვისაც მოსწონდა იქაური ჭამის რეჟიმი.
მე ვერ მოვერგე. რეჟიმში ჭამას უნდა იყო მიჩვეული. და ის ტკბილი მანის ფაფაც გიყვარდეს

სრული კომუნიზმი სუფევს სანატორიუმში. ფურცლებზე ხელით წერს რეგისტრატორი.
სასადილოში ჭურჭელიც ძველია, ეტყობა საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული მაგას იყენებენ.
მიმტანები და პერსონალი არის უჟმური და უზრდელი.
რამეს რომ კითხავდი ისე გპასუხობდნენ გეგონება მაგათი ვალი გვქონდა
მოკლედ სერვისი არის 0. არც ვაიარლესია და ტელევიზორი ერთ არხს აჩვენებს.
ოთახს გვილაგებდნენ ყოველ დღე და სისუფთავე იყო, ამაზე ვერაფერს ვიტყვი.
ლიფტი არის და ოთახი , აბაზანა/ტუალეტი გარემონტებულია.
თუ წახვალ წაიღე ლეპტოპი, ბევრი ფილმი, წიგნი, ნაუშნიკები.
თუ ბუნებაში ბოდიალი გიყვარს არ მოგბეზრდება. მარტო წასვლას არ გირჩევ, მაინც მოგბეზრდება

ოჯახური დასვენებისთვის არის იდეალური. მე დედაჩემთან და ჩემ ძმასთან ერთად ვიყავი.
სილამაზის წყაროსკენ ვსეირნობდით და ზევითაც. შეგიძლია ჯვარზე ახვიდე (ბევრნი უნდა იყოთ )
უბრალო დასვენება თუ გიყვარს წადი და თუ ჰაი კლას სასტუმრო გიზიდავს, აქ არ არის შენი ადგილი

დედაჩემს უფრო სხვანაირი დასვენება ერჩივნა. 10 დღე ბუნებით ტკბობა მომბეზრდაო.
ნესტია და თუ ნესტთან რამე პრობლემა გაქვს ნუ წახვალ.
სილამაზის წყაროზე დავდიოდით ყოველ დღე. კანს ძალიან მოუხდა.
სახე გადამეწმინდა და კანი სუნთქავდა.
ბაღდათში მგონი უფრო მრავალფეროვანი საჭმელია, მაგრამ დაბლაა და რადგან მე ლამაზი ხედისთვის ყველაფერს დავთმობდი ზედაში ავედით.
ქვევიდან სიმწვანეს ისე კარგად ვერ ხედავ და დილით აივანზე ჯდომა ზედაში ჯობია. საერთოდ ის აივანი შემიყვარდა
ისე რასაც გწერ ეს არის 3 წლის წინანდელი და ახლა მიშამ თქვა ამ კურორტს უნდა მივხედოთო
შეიძლება თანამედროვე ელემენტები დაემატა და გაძვირდა

არ ვიცი
სილამაზის წყაროსთან ერთი სამთავრობო სასტუმროა, ხედიც კარგია და ცივილიზაციაც შესულია. იქ ადგილი არ იყო და ბევრად ძვირიც ღირდა.
პატარა ბაზარია და ყველაფერი იყიდება, გამზადებულიც გასამზადებელიც, პატარა სასადილოებიც არის.
თუ მანქანა გყავს უდაბნოშიც ჩახვალ გასასეირნებლად. (სიმართლე გითხრა მე გული არ მიმდის იმ აუზებში ჩასასვლელად)
უზომოდ ბევრ მინერალურ წყალს ვსვავდი და ძალიან გემრიელი იყო (კენჭი არ გქონდეს გაითვალისწინე, იქ რომ არ დაიძრას)
ენერგია მომემატა, მე მომეწონა.
კარგი იქნება ვაიარლესი და სატელიტი , თუმცა უამისობას მე დიდად არ განვიცდიდი
ხო კიდე რიგებია წყალზე საშინლად გრძელი. ეს რიგები მაშინ არის როცა სანატორიუმებში ჭამის დროა.
ურეჟიმოდ თუ ჭამ იმათი წყლის დალევის დროს ააცილებ და არ არის პრობლემა
დილით ადრე და გვიან ღამე ვსვავდი და შუა დღისას როცა ხალხი არ იყო.
თუ რამე დაგაინტერესებს მომწერე, სხვა ვერ ვხვდები რა მოგიყვე. ერთი კი ვიცი სპეციფიური ადგილია და ბუნებაზე შეყვარებული უნდა იყო რომ აღფრთოვანდე
მიყრუებული ადგილების რომატიკით უნდა დატკბე

უნდა დიასვენო უბრალოდ და გონება გათიშო ყოველდღიური ცხოვრებიოსგან (ამიტომ მე ინტერნეტი არც მინდოდა)
ტიპი თუ არ ხარ ასეთი მოგბეზრდება და მარტო მეც კი მომბეზრდებოდა