იცი რა მიფიქრია? მაინცდამაინც თუ საზღვარგარეთ ვერ წახვალ ამის გულისთვის და ამის თანხები არ არის, თუ ძალიან გინდა გააკეთო ესეთი ქორწილი აქაც შესაძლებელია, მწვანე კონცხზე უამრავი ულამაზესი ადგილია,ძალიან ცოტა ხალხი და კარგი ორგანიზება, თუ გეხერხება მითუმეტეს

(ოღონდ უნდა გაითვალისწინო სტუმრების წაყვანა და დაბინავებაც ) ..აი არაფერი არ უნდა მართლა,მგონი თბილისში გადახდილი ჩვულებრივ რესტორანში ქორწილი და ხელისმოწერა უფრო ძვირი დაჯდება ვიდრე ეს, შენით თუ გააკეთებ ყევალფერს მითუმეტეს ...
მე მართალია ასეთი არ მქონია, მაგრამ სულ მე თვითონ დავგეგმე და გავაკეთეთ 50 კაციანი ჯვრისწერა, ძალიან ლამაზად და კარგად ჩაიარა ყველაფერმა და რაც მთავარია დასამახსოვრებლად

უბრალოდ ბოლოსკენ ვეღარ მოვიცალე მაგისთვის, მაშინ ორსულად ვიყავი და წოლითი რეჟიმი მქონდა, ქორწილის დღესაც ცუდად ვიყავი და ფაქტიურად ისე ვერ ვიმხიარულე როგორც მინდოდა,თუმცა დარბაზი,სტუმრები,კაბა ყველაფერი მაღალ დონეზე იყოო... ამიტომ ჯერ ქორწილი და მერე გაყოლა და დადგმვა -განხორცილებაში ჯანმრთელობა არ შეგიშლით ხელს

)))