გამარჯობა,
მეც ბევრი ვეძებე და ვერ ვიპოვნე, თუ გაარკვევ, გამაგებინე რა

მთელი თემა არ წამიკითხავს და არ ვიცი უკვე ვინმემ აღნიშნა თუ არა, ამიტომ მაინც დავწერ და თუ განვმეორდი, მაპატიეთ, რადგან ძირითადად სად ვიყიდო-ს ეხება ეს თემა, მინდა გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება კოსმეტიკის შეძენასთან დაკავშირებით

მეორე თვეა ვსარგებლობ ipsy-ს სერვისით , რაც გულისხმობს შემდეგს: თვეში ერთხელ $10-ის სანაცვლოდ, მიგზავნიან "კოსმეტიჩკას" (ყოველ თვე სხვადასხვა დიზაინი აქვს) , რომელშიც დევს 5 სხვადასხვა კოსმეტიკური ან თავის მოვლის პროდუქტი. ეს პროდუქტები არჩეულია იმის მიხედვით, თუ როგორი სახის კანი და ფერი, თვალის ფერი, თმის ტიპი და ა.შ მაქვს (წინასწარ აკეთებ პატარა ტესტს, სადაც უთითებ ამ ყველაფერს + რეებს იყენებ, მაგ. მე არ ვიყენებ პომადებს და არ მომინიშნავს) და არის ყველა ცნობილი ბრენდი, მათ შორის NYX-იც, ბრენდებსაც ირჩევთ ტესტის დროს, რომლის პროდუქციაც გინდათ რო ჩამოგივიდეთ.
ხოდა თუ თქვენც ჩემნაირად გეზარებათ ყიდვა და თან დიდად ვერ ერკვევით კოსმეტიკაში, 23 ლარად თვეში ჩათვალეთ რომ 5 ახალი კოსმეტიკური საშუალება გიგროვდებათ და თან სწავლობთ რა როგორ და როდის გამოიყენება. და კიდევ, გამოწერის გაუქმება ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
მოკლედ, ძალიან კარგი რამეა, ჯგუფიც გვაქვს იმ ქართველებს, რომლებიც ამ სერვისს ვიყენებთ და თუ დარეგისტრირდებით, დაგამატებთ. ძალიან ბევრ საინტერესო რამეს ისწავლით მაკიაჟის შესახებ, რაც მე მართლა არ ვიცოდი და აქედან გავიგე ^_^
ჩამოდის ჩვეულებრივად usa2georgia ან სხვა ნებისმიერი გადამზიდით და ჩამოტანის საკომისიო 3-4 ლარს არ ცდება არასდროს.
ხოდა გარდა ამ სიკეთეებისა, თუ ამ პროდუქტებს შემდეგ რივიუებს გაუკეთებთ, ან თქვენს მეგობრებს დაარეგისტრირებთ, ქულები გიგროვდებათ, რომლებიც შემდეგ შეგიძლიათ გადაცვალოთ ქულების კატალოგში არსებულ პროდუქტებში .
მოკლედ, თუ დარეგისტრირებას გადაწყვეტთ, ამ ბმულს მიყევით და დამემატება ქულები ^_^
https://www.ipsy.com/new?cid=ppage_ref&sid=link&refer=yxx7w