საუბარი ცხიმიანი კანის ელფერზეა.უმრავლესობა თვლის, რომ ცხიმიანი კანი, რომელიც ასე უადგილოდ ალაპლაპდება ხოლმე – პრობლემაა და ნორმალური და მშრალი კანის პატრონის შურს. არადა ისინი, ვისაც ცხიმიანი კანი აქვს,უფრო დიდხანს ინარჩუნებენ გარეგნულ ახალგაზრდობას, უფრო გვიან უჩნდებათ მიმიკური ნაოჭები, უფრო დიდხანს აქვთ ელასტიური კანი. განსაკუთრებით თვალსაჩინო ეს განსხვავება მშრალ კანთან შედარებით ჩანს.
თუ ცხიმიანი კანი ჯანმრთელია, მასზე არანაირი გამონაყარი არაა და მშვენივრად გამოიყურება. არც ცხიმიანი ბრწყინვალებაა აუცილებელი ატრიბუტი. ცხიმის ჭარბი გამოყოფა მხოლოდ განსაკუთრებულ სიტუაციებში ხდება. მაგალითად, ჰორმონალური ცვლილებების დროს, ან იქ, სადაც მაღალი ტემპერატურაა.
კარგია, თუ გემახსოვრებათ, რომ მხოლოდ ცხიმიანი კანი იშვიათობაა. უფრო ხშირია კომბინირებული კანი, როცა ცხიმი შუბლზე, ცხვირსა და ნიკაპზე ჩნდება, ლოყებზე ამ დროს კანი ნორმალურია, ხანდახან - მშრალიც. კანის თითოეულ ტიპს თავისებური მოვლა სჭირდება. ამიტომ ცხიმიანობის მოსაშორებელი საშუალებები მხოლოდ იმ ადგილებში უნდა გამოიყენოთ, სადაც ეს ცხიმი არის.
ცხიმიანი ბრწყინვალებისგან გათავისუფლება კანის მოვლის ქვემოთ მოტანილი სქემის გამოყენებითაც შეიძლება:
I საფეხური: სახე ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი ქაფით ან გელით დაიბანეთ.
II საფეხური: დაბანის შემდეგ ისეთი ტონიკით გაასუფთავეთ, რომელიც გამწმენდი ეფექტითაც ხასიათდება და ფორებსაც ავიწროვებს.
III საფეხური: გამოიყენეთ კომბინირებული კანის ნელსაცხებელი, ის კანს ანოტივებს, მაგრამ ზედმეტად ცხიმიანს არ ხდის.
სახის კანის მოვლის ასეთი სქემა დღეში ორჯერ მაინც უნდა გამოიყენოთ – დილით და საღამოს, სხვაგვარად, უფრო ხშირი გამოყენების შემთხვევაში, შეიძლება, გამოაშროთ. თუ ასე მოხდა, კანი იძულებული გახდება, ბუნებრივი მდგომარეობა აღიდგინოს და ამისთვის უფრო მეტი ცხიმის გამოყოფას დაიწყებს.
სასარგებლოა კვირაში 2-3-ჯერ გამწმენდი ნიღბის გამოყენებაც.
კანის სიგლუვის შესანარჩუნებლად შესაბამისი კოსმეტიკური საშუალებებია საჭირო. განსაკუთრებული ყურადღებით უნდა შეარჩიოთ ტონალური საცხი: ის აუცილებლად უცხიმო უნდა იყოს (ოილ-ფრეე), რადგან კარგად შერჩევის შემთხვევაში 5 საათით გაახანგრძლივებს იმ პერიოდს, რომლის მანძილზეც კანი გლუვია და ცხიმიანობა არ ეტყობა.
მაკიაჟის ქვეშ, დილით საგანგებო გელი გაცილებით დიდხანს უზრუნველყოფს იდეალურ გარეგნულ სახეს. შეუცვლელია სიგლუვის ხელსახოცებიც, მათი გამოყენებისას სახე კი არ უნდა გაიწმინდოთ ხელსახოცით, არამედ ოდნავ დაისველოთ იქ, სადაც ცხიმი გამოჩნდა. შაგანგებო შემადგენლობის გამო, ხელსახოცი არა მარტო ცხიმს აშორებს, კანის დეზინფიცირებასაც ახერხებს და ანთებით პროცესს ეწინააღმდეგება.
წყარო. www, eva.ge
სახის ფორმები და მაკიაჟი* * *
მრგვალი სახის ვიზუალური დაგრძელებისთვის, სახის გვერდით ნაწილებზე ტონალური საცხის წასმის შემდეგ, ყურის ახლოს, ღრმულებს მუქი ფერუმარილი წაუსვით. უფრო ინტენსიურად წაისვით ყვრიმალებზეც და პირის კუთხეებამდე მიიტანეთ.
კვადრატული სახის მხედველობითი კორექციისთვის მუქი ფერუმარილი ყვრიმალებზე სამკუთხედისებურად უნდა წაისვათ, თანაც სამკუთხედის კუთხეები საფეთქლებისკენ უნდა იყოს წაგრძელებული, სახის გვერდითი ზედაპირი და ქვედა ყბა კი მუქი რუჟით ფერადდება.
თუ გრძელი სახე გაქვთ, რუჟი ყურის ნიჟარასთან მეტად ახლოს წაისვით, ასევე ყვრიმალების წინა ზედაპირზე, დაიცავით ოვალის ფორმა ჰორიზონტალური მოძრაობებით.
როცა
სამკუთხედი სახე გაქვთ, მუქი ფერუმარილი საფეთქლებზე, ყვრიმალების ნაწილსა და ნიკაპზე უნდა წაისვათ, ხოლო ღია ფერის რუჟი - სახი წინა ზედაპირზე.
თუ
ფართო ყვრიმალები და ვიწრო ნიკაპი გაქვთ, სახის ქვედა ნაწილი ღია ფერის ფერუმარილით დაფარეთ, სახის ზედა ნაწილი და ნიკაპის ბოლო – მუქით. რუჟი კი ყვრიმალების გამოკვეთილ მონაკვეტზე წაისვით.
მეორე ნიკაპის, ანუ ღაბაბის დაფარვა მუქი ფერუმარილით შეიძლება, ამ დროს ნიკაპსა და მის ოვალზე ღია ფერიას ფერუმარილს გამოიყენებთ.
This post has been edited by EXTRAORDINARY on 10 Dec 2008, 16:25
მიმაგრებული სურათი