ბათუმში ზღვაზე ვნახე ხატია..
ნუ დიდი არაფერია არ არის, თან სოლარიუმის ზაგარი ქონდა და კაჭკაჭს გავდა, მაგრამ დაქალი ახლდა, აი მართლა ძაან მაგარი გოგო

სადაც ჩემი ძმაკაცი ცხოვრობდა, იქვე მეზობლად დაიდეს ბინა.
მე ქუბულეთში ვიყავ, მაგრამ სულ მანდ ჩავდიოდი თითქმის..
ხოდა ერთ ღამესაც რო გავიგე სახლი და დაჟე ფანჯარაც რომელი იყო, გადავწყვიტე სერენადები შემესრულა მუხლ მოდრეკილს..
ბალკონზე ვიდექით და ხატია გავიდა საღამოს იყო, ის არ გასულა..
დაღამდა და მაინც არ გადის, ოთახში შუქი ანთია..
მეთქი ძმებო დროა თქო.. ავიღეთ ფიალები, გიტარა ვერსად ვერ ვიშოვეთ სამეზობლოში არავის ქონდა და სასწაულებრივად მეზობლის ბავშვს ფანდური აღმაოჩნდა..
ნუ ამაზეც დაუკრავო ძმაკაცმა და მივაჭერით.
ფიალებს ცეცლხი მოუკიდეთ და მე ავძვერი ფანჯარზე, თვალი თვალში მინდოდა გამეყარა და ისე მემღერა, ჯერ შეხედული არ მქონდა, რომ ჩავძახე: აბა დაცხეთ ბიჭებო მეთქი და კარგი ვაჟკაცური სიმღერა დაიწყეს, ჩვენს ადათ წესებ, ტრადიცია , მენტალიტეტზე..
გეცოდინებათ ეგ სიმღერა რა: "შატილის ასულო"..
ხოდა შევხედე და რას ვხედამ, ოთახში არავინაა და ვიყურები აქეთ იქით სადაა თქო რჩეული..
ამ დროს მეორე ოთახის კარი გაიღო გამოირბინა ტანგის ამარამ და ზევიდან რაღაც გამჭირვალე ეცვა, მოკლედ უჩანდა რა

ხოდა მეთქი დროა შევძახო თქო მეც სიმღერა საკვირველი და იმ ოთახიდან ბიჭმაც არ გარმოიბინა სულ ტიტველააამ..
შევკრთი და გადმოვარდი..
კეფა დავარტყი კუდუსუნი გამებზარა..
ოქტომბერში გამომწერეს და იმის მერე გაორება მჭირს, თავი მიკანკალებს და მომენტში წამომაკივლებს ხოლმე.
ნეტა რატო დავწერე, მაგრამ კაი ვქენი რო დავწერე, ცოტა დავმსუბუქდი