მოკლედ ახლა ვწერ, რომ გაიგოს ყველამ რა არის შუგარინგი, რითია ვაქსინგზე უკეთესი და ა.შ.
ცოტა რამ ისტორიიდან"ბოდი შუგარინგი" - სხეულიდან თმის მოცილების საკმაოდ ეფექტურ და ამავდროულად იაფ საშუალებას წარმოადგენს.თმის მოცილების ეს მეთოდი ჯერ კიდევ ანტიკურ ეგვიპტეში, საბერძნეთში და მესოპოტამიაში იყო პოპულარული. შუაგრინგის ტექნიკა აღწერილი არის ეგვიპტურ იეროგკიფიკაში და ნაწერებში თურქული იმპერიიდან. ასევე, როგორც ცნობილია დედოფალი კლეოპატრა ხშირად მიმართავდა ამ მეთოდს.
რატომ შუარინგი და არა ვაქსინგი?!ამ მეთოდის უპირატესობა სხვა საშუალებებთან შედარებით ისაა, რომ იგი თმას ფესვიანად იღებს და დროთა განმავლობაში თმის ზრდის ინტენსივობა კლებულობს, შეფერილობაც უფრო ღია ფერის ხდება, ასევე შუგარინგის დროს თმის ამოღება ხდება თმის მიმართულებით და ჩაბრუნების ალბათობაც ძალიან მცირეა და კარგია იმათთვის ვისაც უბრუნდება თმა. ასევე შუგარინგის პროდუქტი აბსოლიტურად ნატურალური შემადგენლობისაა, იგი არ შეიცავს რეზინას და არც სხვა ქიმიური დანამატებს, რაცას უმტესობა ვაქსინგის საშუალებები შეიცავს. (Go Green : ) ) და თაფლი შედარებით ვაქსინგთან მაინც ნაკლებად წვავს და აზიანებს კანს. თაფლი ასევე არ იკრობს ცოცხალ კანის უჯრედებს, აი ვაქსინგის დროს ცვილი იკრობს და აფხრეწვის შემდეგ იზრდება რისკი კანის დაშავების და გაწითლების. შაქარი ასევე არის ჰიპოალერგიული მკურნალი კანის და ვაქსმა კი შეიძლება დააზიანოს კანის ქოსვილები. და შუაგრინგი ძალიან ნაზი მეთოდია თმის მოშორების და ქალის სახეზეც კი უასფრთხოა და ძლიერი ვაქსის მასის დროს კი სახეზე არ არის უსაფრთხო, ნუ ახლა მაინც არის სპეციალური ვაქსები სახისთვის, შედარებით ნაზი ახევისთვის. ასევე ბაქტერიები ვერ წარმოიშვებიან და ვერ ცოცხლობენ შაქარში, რაც არ ხდება ვაქსინგის დროს ანუ თვითონ შუგარინგი რითაც კეთდება, ის პროდუქტი, არის აბოსლიტურად დაცული ბაქტერიებისგან, ანალოგიური გარანტია არ არის ვაქსინგის დროს. ამავდროულად, შაქარი არის წყალში ხსნადი და შემდეგ მისი ჩამობანა ძალიან მარტივია, ვაქსი კი წყლით არ შორდება. და რაც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პლიუსია ქალბატონებისთვის ამ მეთოდში არის ის, რომ იგი, ნაკლებ მტკივნეულია და ძალიან იაფია, მისი დასამზადებელი პროდუქტები შეიძლება ახლაც კი აღმოგაჩნდეთ სახლში. ასევე ვისაც აწუხებს ბუნების და გარემოს დაცვის საკითხები, მათთვის ეს ერთ-ერთი სასურველი მეთოდია, რადგან ამ მეთოდისთვის მიმართვა არანაერად არ აზიანებს და არ ვნებს გარემოს (თაფლის და შაქარის გადამუშავება ბუნებისთვის უფრო ადვილია, ვიდრე რეზინის და სხვა ქიმიური დანამატების).
როგორ უნდა გავიკეთოთ შუგარინგი-რეცეპტები, უშუალოდ ახევის ტექნიკა და რჩევები ანუ ტუტორიალი დამწყებთათვისარსებობს შუაგრინგის ორი ტიპი. ერთი ხდება თხევადი მასისა და ნაჭრის გამოყენებით და მერე შუგარინგის პასტით, რომლისთვისაც არ დაგჭირდებათ ნაჭრები და მასაც არის გრილი.
მაშასადამე პირველი ხერხი, ვამზადებთ მასას, რომელსაც წავისმევთ კანზე და ნაჭრის საშუალებით ვიფხრიწავთ თმებს. ძალიან ბევრი განსხვავებული რეცეპტები არსებობს მაინც თითოეულზე, მაგრამ საერთო ჯამში თითქმის იგივეა.
რაც დაგჭირდებათ
ინგედეინეტები
-2 ჭიქა თეთრი შაქარი
-1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
-1/4 ჭიქა წყალი

ასევე დაგჭირდებათ
-ბლაგვი საგანი ან დანა ან ხის ბრტყელი ჯოხი წასასმელად
-საბავშვო პუდრა ან ფქვილი
-ბამბის(ან სხვა ფაქტურის) სუფთა ტანსაცმლის ნაჭრები
მაშასადმე ინგერდიენტებს ერთმანეთში ვურევთ და ვაცხელებთ მიკროტალღოვან ღუმელში 2-3 წუთი და მერე ვურევთ და ვაცივებთ 20-30 წუთის განმავლობაში ან შემოდგით დაბალ ცეცხლზე და დაელოდეთ სანამ არ მიიღეებს მოყვითალო შეფერილობას, ძალიან მალე მიიღებს და დადგით გასაგრილებლას, სასურველია მოათავსოთ პლასტმასის კონტეინერში, რათა შემდგომ ხელახლა, რომ მოგინდეთ გამოყენება გააცხელებთ მიკროტალღოვან ღუმელში.
ეს უკვე როცა ავურევთ როგორია

ზოგ რეცეპტში წერია რომ ესეთი ფერი უნდა მიიღოს, ბევრგან კი საუბარია აქლემისფერზე ანუ მოყვითალოზე, ფერებზე კიდევ იხილეთ ქვევით

შემდეგ მოათავსეთ მსგავსს კონტეინერში

ცხელი მასა კანზე არ წაისვათ, არამედ დაელოდეთ მის გაგრილებას, შემდეგ დარწმუნდით, რომ სადაც იხევთ ის ადგილი გაქვთ მშრალი, სასურველი თუ წაისმევთ საბავშვო პუდრს ან ფქვილს და მერე წაისვით თხლად ეს მასა და სწრაფად დაადეთ ტანსაცმლის ნაჭერი, ხელი გადაუსვით რამდენჯერმე ნაჭერს ზევიდან თმის ზრიდს მიმართულებით, მჭიდროდ მიაკარით კანს და შემდეგ თმის მიმართულებით აიფხრიწეთ.
მასის გამოყენება თუ დაგჭირდებათ ხელახლა გააცხელეთ ის მირკოტალღოვან ღუმელში და დაიმახსოვრეთ ძალიან არ გაასქელოთ მასა და არ აადუღოთ, რათა თავიდან აიცილოთ კანის დაწვა.
ამ ლინკზე შეგიძლიათ უყუროთ ვიდეოს თუ როგორ აკეთებს ამას ერთ-ერთი ქალბატონი
http://video.about.com/hairremoval/See-the...g-Technique.htmთუმცა ახლა ფერთან დაკავშირებთ ძალიან ბევრი სხვადასხვა აზრი არსებობს. ზოგ რეცეპში ღია ყვითელი უნდა გადმოიღოთ ზოგში კიდე მოყავისფრო. გამოცდილება კიდე გვაჩვენებს, რომ ღია ყვითელი გაცივებისას ძალიან არ მაგრდება და უფრო ადვილი წასასმალია, როცა ოდნავ ცივია, ხოლო მუქი ყავისფერი უფრო პასტად გამოიყენება.
ახლა როგორ უნდა გააკეთო შუგარინგის პასტა
ეს პასტა გამოიყენება ცივად და არ არის საჭირო ნაჭრები და ბლაგვი საგნები გადასასმელად. ისაც ის მეთოდი არ გამოგდით ეს არანაერად არ დაგწვავთ
-1 ჭიქა თეთრი შაქარი
-1/4 ჭიქა ლიმონის წვენი
-1/4 ჭიქა თაფლი
მოკლედ ამ ინგრედიენტებს ურევთ და ძალიან დაბალ ცეცხლზე ადუღებთ სანამ არ მიიღებს მოყავისფრო შეფერილობას. მერე გადმოიღებთ და აცივებთ და ცივ მასას იღებთ უკვე და სადაც გინდათ იმ ადგილას თითებით გასწევთ, თმის ზრდის მიმართულებით და ასევე თმის ზრდის მიმართულლებით იფხრიწავთ.
შეგიძლიათ პასტად როგორც თაფლით გაკეთებულის მასა გამოიყენოთ, ასევე შეგიძლიათ უთაფლოდ რომ გააკეთებთ ის მასა გამოიყენოთ, თუ მაგალითად თაფლზე გაქვთ ალერგია და აცალოთ გაცივება და როგორც პასტა ისე გამოიყენოთ.
ესეც სურათები



ხოდა კიდევ ერთი რეცეპტი თაფლით და შაქრის გარეშე, ჩემი ფავორიტი რეცეპტი.
-5 სავსე კოვზი თაფლი (ს.ფ. კოვზი ჯობია უფრო მეტი გამოდის )
-1 სავსე კოვზი ლიმონის წვენი (კოვზები ერთნაერი, როგორც თაფლზე აიღებთ ისეთი)
უნდა ადუღოთ დაბალ ცეცხლზე 30 წუთი
შემდეგ გადმოდგათ და დაამატოთ რამდენიმე წვეთი გლიცერინი (იყდიდება აფთიაქებში, 5-3 ლარამდე ღირს : ) )
ხოდა დაელოდეთ გაცივებას და შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივენაერად, როგრც თბილი და ასევე როგორც პასტა, მაგრამ ეს რეცეპტი აშკარად როგორც პასტა ისე ჯობია.
შუგარინგის მინუსებიდამუღამება უნდა, მასის გაკეთებასაც, ახევასაც. და დრო მიაქვს ვაქსინგზე ცოტა მეტი. ნაჭრებით გაკეთებისას ცოტა იწეპები. რაც არ ხდება პასტით გაკეთებისას, პასტა იმიტომ მირჩევნია მე ლიჩნად. სალონებშიც პასტა უფრო ურჩევნიათ პასტის მინუსი ის არის, რომ ძალიან პატარა თმა შეიძლება არ აიღოს. ხო ამჟამად მეტი მინუსი არ მახსენდება, თქვენ დაწერეთ კიდევ თქვენი გამოცდილებები,თუ გინდათ. მონეტას ყოველთვის აქვს ორი მხარე, ნუ თავისთავად ამასაც აქვს.
ხო წყარო ჩემი ინფორმაციისა გუგლი და მისი საიტები. დაგიდეთ ბევრი ლინკი, მაგრამ ისევაა კითხვები ხოდა ესეც ქართულად შეგიკრიბეტ და იმედია მოგეწონებათ ერთად შეკრებილი.
თუ კიდე რაიმე კითხვები გაქვთ მკითხეთ და გიპასუხებთ ან ჩემი გამოცდილებიდან ან დავგუგლავ (რაც თქვენც შეგიძლიათ გააკეთოთ

)
და ვისაც ეს ინფორმაცია დააინტერესებს მეტკა:
nite iazva anano77Hate_eternalიმ დღეს მ******ნ დამდგენელი აქ რო დავრეგისტრირდი და კიდე ზემოდან ბეზდელნიკობას ამ ყ**ს დოღში მეც რომ ვპოსტავ © metro123