nananaდღეს გადავწყვიტე შევწყვიტო... მეოთხე დღეს

ახლა სხვანაირად განვაგრძობ.... ქულებით...
საქმე ის არის, რომ საკმაოდ შეზღუდული ვარ დროში, ყველა ბედნიერებასთან ერთად...
17ში უნდა გავიზომო კაბა, რომელიც უნდა ჩაავიწროვონ ჩემ ზომაზე და რომელიც ასევე იდეალურად უნდა მქონდეს 31-ში. ვარ დილემის წინაშე... 17-ამდე დავიკლო და მერე 31-ში იგივენაირად ვიყო ზუსტად! არც მეტი, არც ნაკლები... თორემ იმხელა კაბას ვიღა გადამიკეთებს თავიდან...
დღეს იმიტომ გადავწყვიტე შეწყვეტა, რომ ციკლი დამეწყო... და არ ვიცი მითია თუ რეალობა, მაგრამ, როგორც ამბობენ, მაგ დროს ნივთიერებათა ცვლა მაინც ნელდება და სავარაუდოდ, არც იმატებ, არც იკლებ..
* * *
HoNeYmasho_mashoამ დიეტის ყველას თავისებური ინტერპრეტაცია რომ აქვს მაგარი პრიკოლია

მე ცოტა სხვანაირად ვიცი...
8:00 უშაქრო ყავა ნახევარი ლიმნით (ჩაწურული)
10:00 2ც მოხარშული კვერცხი
12:00 12ც შავი ქლიავი
14:00 ხილის სალათი
16:00 50გრ შავი შოკოლადი
18:00 მოხარშული ხორცი 200გრ (ქათმის, საქონლის, ან სოსისი, ასევე შეიძლება ყველიც, მხოლოდ ამ 200გრ-ში უნდა შედიოდეს)
20:00 მაწონი და ერთი ნაჭერი შავი პური
ვოტ... ჩემი ვარიანტი უფრო ლმობიერია

ეს ჩემმა მასაჟისტმა მითხრა და თან დაიგინა ნაღდიაო