ერთ დროს მეც ვქარგავდი....21 ნაქარგი მაქვს გაჩუქებული

იმდენ ადამიანს აქვს აქაც და უცხოეთშიც, რომ აღარც მახსოვს უკვე. სახლში სულ 4-5 ნაქარგი შემომრჩა. ბოლოს მახსოვს ფეხმძიმობისას მოვქარგე - მაშინ ხელზე იყიდებოდა "ბურდა" და ერთერთ ნომერში იყო როგორ უნდა გადაგეკეთებინა კაცის პერანგი ქალის ბლუზად, ანუ უნდა მოგეჭრა საყელო მრგვალად, მოგეჭრა ასევე სახელოები, მოჭრილი ადგილები მოგექარგა "რიშელიე"-თი, ხოლო თვითონ ბლუზაზე კი გაფანტულად დაგექარგა რაიმე ლამაზი ნაქარგები, მერე გამოგეცვალა ღილები რა ბლუზად მზად იყო, ეს რომ გავაკეთე, მეცვა ორსულობისას და ეგ იყო და ეგ

მას მერე არც არაფერი აღარ მომიქარგავს, ანუ 14 წელზე მეტია
ეს რამოდენიმე შემორჩენილი ნაქარგი, და ის ბლუზა თუ მოვძებნე, იმასაც გაჩვენებთ
მიმაგრებული სურათი