მე შევეცდები აგიხსნათ როგორ იქსოვება ფაჩუჩები
ქსოვა ასე იწყება:
ვიღებთ 3 ნომერ ჩხირებს და თვლების საჭირო რაოდენობას. ამ შემთხვევაში - 39 თვალს.

შემდეგ ვქსოვთ რეზინს ან ნებისმიერ სხვა უზორს, დაახლოებით 18- 20 რიგს

შემდეგ ვქსოვთ ზონარის გასაყრელად შემდეგნაირ უზორს- ორი თვალი ერთად, ერთი ნამატი და ასე მთელ რიგს


აქ იწყება მთავარი "სირთულე"

ეხლა თვლების რაოდენობას ვყოფთ სამზე, მაშ ასე გვაქვს - 13-13-13.
ვქსოვთ შუა ნაწილს

ამ შემთხვევაში მოქსოვილია 4 სმ.

კიდევ ერთი პატარა სირთულეა ქუსლის გამოყვანა. ეს ასე ხდება, ორივე მხრიდან ამოგვყავს თვლები, როგორც წინდის ქსოვის დროს


ვაგრძელებთ ქსოვას ჩვეულებრივად უბრალო უზორით


ქსოვის პრინციპი თითქმის ისეთივეა, როგორც წინდის ქსოვის დროს, ოღონდ ეს ორ ჩხირზე იქსოვება

ბოლოს უნდა გაიკეროს

საბოლოო სახე ასეთი გამოვა
* * *