tekle555მოკლედ ...
საკუთარი გამოცდილებიდან:
მერცის დრაჟეს რომ მორჩები დაიწყე კვერცხის ნაჭუჭის მიღება..ანუ:
კვერცხის ნაჭუჭი დაფხვენი და გაახმე...ეს ნაფხვენი,1ჩ/კ ან მაწონში აურიე და ისე შეჭამე,ან ენაზე დაიყარე და წყალი მიაყოლე,როგორც წამალი...2კვირა გააკეთე,დღეში ერთხელ..კალცი დ თუ ბ -3 როა მაგის მთლიანი კურსის ჩატარებაზე 100მაგად დიდი ეფექტი აქვს ამას...კალცით გაივსება შენი ორგანიზმი..ყველაფრისთვის კარგია,თმა,ფრჩხილები,კანი,ძვლებიიი...ამასთან ერთად კალცი მადას მოგიმატებს და თუ შეჭამ გასუქდები და ამაზე რეაქცია არ გექნება..
მაგრამ მანამდეე:
-)პირველი ეტაპი:
კვირაში ორჯერ,მინიმუმ ერთხელ ვისვამდი მაიონეზს..ვიჩერებდი 2 სააათი და შემდეგ ვიბანდი...მაიონეზში ვურევდი ერთ კვერცხს ცილიანად,რადგან დაბანა ამით უფრო ადვილია,თორემ მაიონეზი კვერცს ისედაც შეიცავს..თუ დამავიწყდებოდა შერევა,პირველად რომ ჩამოვიბანდი შამპუნით,მეორედ კვერცხს წავისვამდი-როგორც საპონი მასე და მესამედ ისევ შამპუნით,მერე შეგიძლია ან მასკა ან ბალზამი..თუ გინდა...მე მასკას ხან ვისვამდი,ხან მავიწყდებოდა.
-)ეტაპი მეორე.ბალახების ნაყენის და ნახარშის გადავლება:იქიდან გამომდინარე რომ ყოველ დღე ნაყენის და ნახარშის მოთუხთუხება და წუწაობა მეზარებოდა,მქონდა წინასწარ მზად(კვირაში ერთხელ ვაკეთებდი)...ანუ..ნაყენი და ნახარში ჭინჭრის,დაფნის,გვირილის(ქერა თმას უხდება)და მუხის ქერქის,რომელიც მქონდა პულივიზატორინ ბოთლში ჩასხმული და ყოველ დღე(ხან დღეში ორჯერ,თუ სახლში ვიყავი მთელი დღე და ხან ორ დღეში ერთხელ)ვისხურებდი თმის ძირებში,მერე პირსახოცს მოვიხვევდი 2-3წთ და მერე ბუნებრივად ვიშრობდი(მქურნალობის პროცესში ნუ მიიკარებ ფენს)..
რადგანაც არ ვიცოდი ნაყენი,თუ ნახარში უფრო ეფექტური იყო ვაკეთებდი ასე:
თითოეულ ბალახს ცალ-ცალკე ჭიქებში ჩავყრიდი 1ს/კ.(ცალ-ცალკე იმიტომ,რომ მითხრეს ბალახების ერთმანეთში არევა დაყენების დროს არ შეიძლებაო..)დავასხავდი ადუღებულ ცყალს,დავაფარებდი თავზე და ერთი ღამე ვტოვებდი..ამავე ბალახების ნახარშ ვაკეთებდი,ამასაც ცალ-ცალკე,,ანუ ჯერ 1ს/კ ჭინჭარს დავასხამდი 1ჭიქა წყალს,დავდგამდი გაზზე,ვადუღებდი 5 წუთი,მერე გადავასხამდი სხვა რამეში და იგივე ნაირად ვაკეთებდი ყველა ბალახზე,დილით ავურევდი ამ ყველაფერს ერთმანეთში და ვისხურებდი..ანუ ერთხელ იჩალიჩებ და მერე 1 ან 2 კვირა დასვენებული იქნები,ყოველ დღე ამ რაღაცეების კეთება რომ დაიწყო სამკურნალო გახდები

:D:D მერცის დრაჟეს მერე კვერცხის ცილასაც თუ მიაყოლებ ამ ყველაფერს მაგარი იქნება...
ეფექტი 2 კვირის მერე უნდა გქონდეს,,თან საგრძნობლად...თუ მაინც აღმოჩნდება,,რომ ტყუილად ვიწვალეთ,მაშინ გამოიკვლიე ფარისებრი ჯირკვალი და თირკმლის ზედა ჯირკვალიც...თუ ამ ყველაფერმა არ გიშველა ე.ი. რაღაც ხდება შენს ორგანიზმში..
დასკვნა:რაც აქ დავწერე უკუ ჩვენება არ გააჩნია არაფერს

პირიქით...

აუუუF... რამდენი ვილაპარაკე
This post has been edited by makine 25 on 10 Sep 2010, 17:20