ე.ი. სათითაოდ რო არ გაგცეთ ყველას პასუხი, შევაჯამებ

- რესტორანი "კრწანისი" - ძალიან კმაყოფილი ვარ, უგემრიელესი მენიუ, რესტორანში სიგრილე, არანაირი ბუღი და საჭმელების სუნი არ ყოფილა...
აი ყველას ჩემიანს თუ რამე დაჭირდება მართლა ვურჩევ მაგ რესტორანს... ყველაფერი მომეწონა მოკლედ...
- დარბაზის გაფორმება - ანუკი ბერიძე... ძაან კარგ, გემოვნებიან, თანამედროვე, სადა და დახვეწილ დიზაინს აკეთებს მართლა...
- ხელისმოწერა - მთაწმინდის პარკი
- ფოტოგრაფი LIU Photography - ძააან საყვარელი და მართლა უნიჭიერესიიიიიი... ერთი ფოტო დადო უკვე ჩვენი, დამუშავებული და ისეთი მაგარია, წარმომიდგენია
დანარჩენი რა იქნება...
- ვიდეო, perfectstyle - ჯერ ჩემი არ მინახავს, მაგრამ რაც მინახავს მაგათი გაკეთებული ყველა კარგია...
- თმა, სალონი ბაგატელი, ლუკა - რაც გააკეთა კარგად გამიკეთა, მაგრამ დააგვიანა 45 წუთი, შესაბამისად დამაგვიანა მაკიაჟზე, მერე შესაბმისად
დამაგვიანა ყველგან

საბოლოო ჯამში კი მაინც ყველაფერი კარგად მოესწრო, მაგრამ რაც მაგან მანერვიულა.. მოკლედ არ გირჩევთ, ან თუ მიხვალთ მაგასთან,
წინა საღამოდან დაიწყეთ რეკვა, რო არ დაეძინოს, არ ეგონოს რო სხვა დროს იყავი ჩაწერილი და ა.შ.
- მაკიაჟი - მაკა შავერდაშვილი - უუუუუუსაყვარლესი, უნიჭიერესი... ძაან მაგარი მაკიაჟი გამიკეთა, არაფერი არ ჩამომღვენთია

არც ტონა რაღაცეები
არ მედო... მოკლედ ძაან მაგარია მაკა, ღირს ნამდვილად 70 ლარის გადახდა

- თაიგული - "ბუკეტი" ძაან კარგი თაიგული გამიკეთეს, ფოტო მივიტანე და როგორიც ვუთხარი ზუსტად ისეთი იყო

მგონი ყველაფერი გითხარით

თუ რამე გამომრჩა მკითხეთ

პ.ს. ფოტოების დადება აქ დიდად არ მინდა, ვინც FB-ზე მყავხართ იქ ნახავთ