კრწანისში ვიყავი, ძალიან მომეწონა. ჩემი ქმარიც თუ დავიყოლიე, მანდ გადავიხდი. ის იმით იწუნებს, რომ პატარა სივრცეაო (220 კაცზე ვაკეთებთ).
ერთი ისაა, ეს წითელი ხალიჩები და ჩოხებიანი ტიპების გადაჯვარედინებული ხანჯლებით დახვედრა და მსგავსი რიტუალები რაღაც მეგოიმება, მაგრამ თან ვფიქრობ, შეიძლება ლაივში სულ სხვანაირია და სულაც არ იყოს გოიმური. რა ვქნა, არ ვიცი, დავტოვო, თუ გავაუქმებინო?
მე მოვიფიქრე ძალიან მაგარი დიზაინი კაბისთვის. ჯერ არ ვდებ სურათს, ჯერ მკერავს უნდა შევუთანხმდე. ძალიან სადაა, საერთოდ არ აქვს საქორწინო კაბის ვიდი, უბრალოდ თეთრია და ელეგანტური. მთავარია მომიხდეს, ძალიან ვნერვიულობ ამ საკითხზე, რომ არ მომიხდეს, მერე რა ვქნა.
ქორეოგრაფიც ვიპოვე. ცეკვას დაგვადგმევინებს გოგოებს

))) ბუკეტის სროლის დროს სიურპრიზად უნდა ვიცეკვოთ. იმედია არ ჩაფლავდება ჩანაფიქრი

აი თვითონ ბუკეტი სად გავაკეთებინო, არ ვიცი. ესეც კაბასავით არასტანდარტული მინდა. თეთრი, 2-3 ყვავილი გრძელ რტოზე.