ბევრის დაკლება არ მინდა, რატომღაც მომწონს ჩემი ტაკო

და ნუ ჩემი სხეულის ზედა ნაწილით სრულიად კმაყოფილი ვარ. (არა, ნუ სრულიად სწორ მუცელზე უარს არ ვიტყოდი

)
2 წლის წინ უგულავას დიეტა გავაკეთეთ მე და დედაჩემმა. ზოგი რაღაცის ჭამას, სულ არ მეჭამა მერჩივნა (არ მიყვარს ბოსტნეული, ხორცი, რძე მეზიზღება..). ძალიან დატვირთული ზაფხული მქონდა - 2 სამსახურში ვმუშაობდი, თან ორივე რესტორანში, სადაც უგემრიელესი კერძების გარშემო ვტრიალებდი, მაგრამ მიზნად მქონდა დასახული რო რაღაც სულელური კონკურსისთვის (რომელიც იმ დროს ყველაფერზე მნიშვნელოვანი იყო რატომღაც) სექტემბრამდე კარგად გავმხდარიყავი. დაახლოებით 1 კვირაში აშკარად შემემჩნა წონის კლება. ყველაზე მეტად გულ მკერდთან გამოკვეთილი ძვლები და ჩემს ხასიათში ცვლილება შეამჩნია ყველამ. აგრესიული გავხდი და ჩემი დიეტის გარდა არაფერი არ მაინტერესებდა.. თვალები "ჩამიცვივდა" და ნუ რაც პირადად მე განვიცადე ძალიან - მკერდი ცოტათი დამიპატარავდა, არა და ძაან მომწონდა ჩემი მკერდი..
ნუ მე სასოწარკვეთილად ვაგრძელებდი 1 თვიან დიეტას.. კილოებში არ ვიცი, მაგრამ ისე გვხდი რო არც ერთი შარვალი ან იუბკა აღარ მქონდა კარგად. ნუ რა თქმა უნდა მიხაროდა.. დავდექი სასურველ ტანზე და ვიფიქრე: ამაზე მეტი აღარ მინდა გახდომა და ჯანმრთელ კვებას დავიწყებ და ვივარჯიშებთქო..
ნუ არ გამომივიდა. საშინელი დეპრესიები დამეწყო.
ძალიან, ძალიან მიყვარს ტკბილეული (შოკოლადი :ლოვე

საკონდიტრო ნაწარმი.. : ) მონატრებული საჭმლის ჭამაც დავიწყე და ძალიან მალე ისევ მოვიმატე...
მაგის მერე დიეტაზე აღარ დავმჯდარვარ.
თუმცა 1 თვის წინ ჭამის მადა დავკარგე საერთოდ. გადავწყვიტე რო ეხლა მართლა დადგა დრო რო ცხოვრების სტილი შევცვალო და დრო გამოვნახო სავარჯიშოდ. ჯერ უბრალოდ ფეხით სიარული დავიწყე, ეხლა უკვე სირბილზე გადავედი.. თავს ვაიძულებ რო ჯანმრთელად ვჭამო.. აშკარად დავიკელი წონაში (რამდენი არ ვიცი, არ მიყვარს სასწორი) : )) მაგრამ ტანზე მომდგარი ტანსაცმელი რო ეხლა აშკარად თავისუფლად მაქვს, ეგ აშკარაა..
ანუ... რაზე დავიმტვრიე თითები ამდენი წერით - ჩემი აზრით მარტო დიეტით ვინც ხდება, მე ვისაც ვიცნობ, ყველამ ისევ მოიმატა.. ვარჯიში აუცილებელია მგონი..
"What I want is to be needed. What I need is to be indispensable to somebody. Who I need is somebody that will eat up all my free time, my ego, my attention. Somebody addicted to me. A mutual addiction." - Chuck Palahniuk