Miaferroარა მე არ მითქვამს რომ არ იკლებ.პირიქით ძალიან ეფექტურად იკლებ,მაგრამ დაუკვირდი აბა,თითქმის შიმშილობ.მაგ დიეტაზე მთელი ცხოვრება ვერ იქნები.როგორც კი გაანებებ თავს,თუ გინდა დაიცავი განტვირთვის დღეები,სხვა პროდუქტს ხომ მიიღებ მაინც არა?ხოდა მაინც მოიმატებ.ჯანმრთელობისთვის საზიანო დიეტაა.
ხანგრძლივი ეფექტი რას ნიშნავს იცი?აი რომ დაიკლებ და მერე აღარ მოიმატებ,ეგ ვიგულისხმე.
დოლინას დიეტის დროს კი ეგ გამორიცხულია.
მე ძალიან ბევრი დიეტა მაქვს გამოცდილი.
უგულავას და იაპონური დიეტები ძალიან კარგია.ჯანსაღი კვებაა და რეჟიმსაც გაჩვევს.
ისე მე პირადად თავად შევურჩიე საკუთარ თავს დიეტა და როცა სუფთად დავიცავი და არ ,,გავახალტურე'' 3 კვირაში დავიკელი 9 კილო.
მერე ავურიე ლუდიო,სპირტიანი სასმელიო,ცომეულიო და გაჩერდა წონა.
საერთოდ გრამი არ მომიმატებია იმ დაკლებულ წონაზე ამდენი ალკოჰოლის და ცომის მიუხედავად.
ჩემი დიეტა არის ძალიან იოლი.
ამოღებული მაქვს ცხიმი(მთლიანად არა ოღონდ),ტკბილი,ფქვილეული.
ვიკვებები ხილით და ბოსტნეულით.რაოდენობას დიდად არ ვაკონტროლებ.
ხო,ხორცს და თევზს თითქმის არ ვიღებ.იმიტომ რომ არ მიყვარს

შენ ამაში არ მომბაძო

ჰოდა ძალიან კმაყოფილი ვარ.არანაირი ფსიქოლოგიური შიმშილი და არანაირი ორგანიზმის დამშიება.
+ ამ დიეტას 2 საათი ვვარჯიშობ ყოველ დღე ფაიტნეს კლუბშI/ტრენაჟორებზე.
მესმე დრეა ცემს დიეტას დავუბრუნდი.მინდა რომ კვების ეს მეთოდი მთელი ცხოვრება შევინარჩუნო.თავიდან ძნელი იქნება მაგრამ ყველაფრის მიჩვევა შეიძლება მონოტონური მცდელობებით.