ხვალიდან ვიწყებ იაპონურს
ოღონდ იაპონური აღარ ქვია, ნინის დიეტა ქვია უკვე, ვინაიდან თევზის დანახვაზე ცუდათ ვხდები და ვერ ვიტან კომბოსტოს, ამ ვარიანტს გავაკეთებ:
დიეტის მიხედვით, 14 დღის განმავლობაში არ უნდა მიიღოთ მარილი, შაქარი, ალკოჰოლი, საკონდინტრო ნაწარმი. კვებათა შორის პერიოდებში შეზღუდავად შეგიძლიათ მიირთვათ მინერალური წყალი.
პირველი დღე
საუზმე: შავი ჩაი, 1კვერცხი.
სადილი: 1 კვერცხი (მაგრად მოხარშული), კიტრი-პომიდორის სალათა მწვანილებით, 1 ჭიქა ტომატის წვენი ან პომიდორი.
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი ძროხის ხორცი, ახალი კომბოსტოს სალათა, ზეთმოსხმული.
მეორე დღე
საუზმე: შავი ჩაი, ორცხობილა.
სადილი: ძროხის ხორცი, კიტრი-პომიდორის სალათა, მწვანილებით.
ვახშამი: მოხარშული საქონლის ხორცი (200 გრამი), 1 ჭიქა კეფირი.
მესამე დღე
საუზმე: შავი ჩაი, ორცხობილა.
სადილი: ზეთში მოთუთქული სტაფილო, ვაშლი ან მანდარინი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, მოხარშული საქონლის ხორცი (200 გრამი), კიტრი-პომიდორის სალათა, ზეთმოსხმული.
მეოთხე დღე
საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: 3 მოხარშული სტაფილო ზეთით, 15 გრამი გახეხილი ყველი.
ვახშამი: ხილი (ვაშლი, მსხალი).
მეხუთე დღე
საუზმე: უმი გახეხილი სტაფილო ლიმონის წვენით, 1 ჭიქა ტომატის წვენი.
სადილი: შემწვარი ძროხის ხორცი (500 გრამი), 1 ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: თევზი ახალი კომბოსტოს სალათით, ზეთმოსახმული.
მეექვსე დღე
საუზმე: შავი ჩაი.
სადილი: ნახევარი მოხარშული წიწილა, ახალი კომბოსტოს სალათა ზეთით.
ვახშამი: 1 მაგრად მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა გახეხილი სტაფილო (უმი) ზეთით.
მეშვიდე დღე
საუზმე: ჩაი.
სადილი: მოხარშული საქონლის ხორცი (200 გრამი), ნებისმიერი ხილი.
ვახშამი: ნებისმიერი ზემოთ მოყვანილი დღის რაციონი, გარდა მესამე დღისა.
დაწყებული მე-8 დღიდან მე-13 დღემდე დიეტა მეორდება.
This post has been edited by bell on 6 May 2010, 18:38