nuca_jashiგარუჯვა წესით შეიძლება 11-მდე და 4-ის მერე. შუა პერიოდში მზე ყველაზე აქტიურია და არ ვარგაო გარუჯვაო
დამცავი კრემი აუცილებელია თუ გინდა რომ ჯანმრთელი კანი დაგრჩეს სიცოცხლის ბოლომდე

არსებობს სხვადასხვა მაჩვენებელი ანუ ბოთლზე წერია SPF და რიცხვი, რაც უფრო მაღალია რიცხვი, დაცვის ფაქტორიც უფრო მაღალია
მაგალითად 50 არის სრული ბლოკირება, ანუ არ გაირუჯები. 50-ს ძირითადად ბევშვებისათვის ხმარობენ, რომ მზეზე არ გაირუჯონ და არ დაიწვან პატარები
მაგალითად SPF 30-იც ითვლება რომ სრული ბლოკირებაა, ანუ ისევ თეთრი რჩები, აი მაგის ქვემოთ კი შეგიძლია იხმარო დამცავები
ანუ თუ თეთრი ფითქინა კანი გაქვს ჯობია 25, არც დაიწვები, არც გაწითლდები და ნელ-ნელა გაშავდები.
თუ ძალიან ფითქინა არ ხარ 15 ან 20 შეიძლება
თან უნდა გახსოვდეს, რომ კრემი პირველად სახლიდან პლაჟზე გასვლამდე უნდა წაისვა, მერე დროდადრო უნდა გადაისვა
15-ის ქვემოთ საერთოდ არ გირჩევ ხმარებას. დაბალციფრიანები როგორც წესი უკვე კარგად გარუჯული კანისთვის არის, და დამცავი ფაქტორიც არ აქვთ
მე უკვე გარუჯული ვარ თუ პირველად გავდივარ ზღვაზე, 15-ზე ნაკლებს არასდროს ვხმარობ. არც კანი მეწვება, შესაბამისად არც მეფცქვნება მერე
აუუფ, რამდენი დამიწერია