ქილიოსზე ვარ ნამყოფი, უბრალოდ მაშინ ციფრული აპარატი არ მქონდა და ნაბეჭდი სურათებია

ცენტრიდან საკმაოდ შორია, სადღაც 2 საათი უნდა იმგზავრო.
* * *
აუ გადარეული ვარ რა, შეკვეთა გავაკეთე ერთ საიტზე, რომლიდანაც ადრე მიყიდია, სხვა ბარათით როგორც ჩანს.
ესე იგი ჯერ ბილინგის მისამართზე მთხოვეს დამერეკა და რამდენადაც მხოლოდ შტატები და კანადა ქონდათ სიაში, ვუკარნახე აქაური და ისე ჩავაწერინე.
გაასწორეს ყველაფერი, მითხრეს ბანკს დავუკავშირდებით დასადასტურებლად და მერე გამოვაგზავნითო.
1 ივლისიდან ასე ვწვალობთ მეც და ისინიც. დღეს დავრეკე ბანკში და რეალურად არაფერი დადასტურება არ უნდა, ყველაფერი რიგზეაო.
იმათ კი უბრალოდ მისამართის გადამოწმება უნდოდათ. ახლახანს ველაპარაკე მორიგე ოპერატორს, გავაფრთხილე დარეკავენ და იქნება მიაწოდო ინფორმაცია მეთქი.
პარალელურად ინტენსიური მიმოწერა მქონდა საიტის წარმომადგენელ გოგონასთან. ძლივს დაუკავშირდა და მომწერა, სამწუხაროდ ინგლისურად მოლაპარაკე იქ არავინ იყოო .....
არადა ეს გოგო გადამყვა თან, რა ვალდებულია. ადგებოდნენ და გააუქმებდნენ შეკვეთას. ეხლა მომწერა დილას ადრე ვცდი კიდევ დაკავშირებას და მერე უკვე უკაცრავადო.
თან აქეთ ბოდიში მომიხადა გაუგებრობისათვის.