G-shock-ის შემქმნელი და სულის ჩამდგმელია Kikou Ibe.

1981 წლიდან Kikou Ibe-ს ხელმძღვანელობით კონსტრუქტორებმა დაიწყეს G-shock-ის შექმნაზე მუშაობა. მათ გამოიარეს ორწლიანი ურთულესი გზა სანამ სასურველი შედეგი მიიღეს.
კონსტრუქტორებს უნდა ამოეხსნათ 3 რთული ამოცანა სახელდობრ:
1. საათს უნდა გაეძლო 10 მეტრის სიმაღლიდან ვარდნას
2. საათი უნდა ყოფილიყო წყალგაუმტარი და გაეძლო წყლის წნევას 10 Bar-ს
3. ქარხნულ ელემენტს ( Quartz battery-ის) უნდა ემუშავა 10 წელიწადს
G-shock-ის შექმნაზე 200 ცალი პროტოტიპული მოდელი გატესტეს და ისიც 1983 წელს დარტყმის საწინააღმდეგო უნიკალური მოდელის DW-5000C პრეზენტაციაც შედგა. მსოფლიოს მაშტაბით Casio-მ მოდელი DW-5000C დაახლოებით 70 მილიონი გაყიდა.
Casio DW-5000C