დღეს იაპონურ ბრენდებს შევეხები მათ მცირედ ისტორიას გაგაცნობთ.
იაპონური ბრენდები
Casio
Citizen
Orient
Seiko

1. Casio წმინდა წყლის იაპონური კომპანიაა რომელიც ტოიკოში დაარსდა 1946. დაახლოებით 37 წელიწადი კასიო ძირითადად ცნობილი იყო კალკულატორების, აუდიო აპარატურის, კამერების, მუსიკალური ინსტრუმენტების წარმოებით. 1983 წლის აპრილს მსოფლიოს წარუდგინა პირველი საათი G-Shock DW-5000C-1A
DW-5000C-1A


2. Citizen დღეის მდგომარეობით მსოფლიოში ერთ-ერთი მსხვილი იაპონური საათების მწარმოებელია. 1918 წელ ტოკიოში დაარსდა Shokosha Watch Research Institute მოგვიანებით კი ბაზარზე პირველი ჯიბის საათი Citizen-ის სახელით 1924 წელს გამოჩნდა. კომპანიი სახელი კი Gotō Shinpei დაკავშირებული. Gotō Shinpei იყო იაპონელი პოლიტიკოსი . საგარეო საქმეთა მინისტრი აგრეთვე ტოიკოს მერი , ზუსტად ამ დიდმა ადამიანმა Shokosha Watch Research Institute-ზე თქვა , მოქალაქეებს უნდა შეეძლოთ რომ შეაფასონ მათი ნამუშევარი და უპირატესობა მათ პროდუქციას მიანიჭოთო. 83 წელია უკვე კომპანია Citizen სახელითაა ცნობილი და არა როგორც Shokosha Watch Research Institute.
Citizen-ის პირველი ჯიბის საათი


3. Orient კარგად ცნობილი იაპონური კომპანია, რომელიც დაარსდა ტოკიოში 1950 წლის 13 ივლისს. 1970 წლამდე ORIENT WATCH CO.,LTD. შედიოდა იაპონურ დიდ სამეულში ( Seiko, Citizen, Orient ) დღეის მდგომარეობით საკონტროლო პაკეტი კომპანია Seiko-ს ხელშია.
1951 წლის Orient-ის პირველი საათი

4. Seiko ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანიაა რომელსაც დიდი ისტორია აქვს. კომპანიამ საათების წარმოება1892 წლიდან დაიწყო. დამარსებელია Kintarō Hattori რომელმაც 11 წლით ადრე ტოკიოში ერთ-ერთი უბანში Ginza-ში გახსნა საუვილერიო მაღაზია მოგვიანებით როგორც აღვნიშნე საათებითაც დაინტერესდა და ფირმის თავდაპირველ სახელი Seikosha წარმოადგენდა. ფაბრიკაში სულ რაღაც 10 კაცი მუშაობდა.
Seiko-ს სახელით პირველი საათი 1924 წელს გამოვიდა, ისევე როგორც Citizen. ყველაზე საინტერესო ისაა რომ საათების ისტორიაში პირველი კვარცის საათი Astron კომპანიამ 1969 წელს წარადგინა

და იმდენად მაღალი იყო მისი ფასი თითქმის მანქანის ფასაც გაუტლოდა. მოგვიანებით Seiko-მ მომხმარებელს პირველი კვარცის ქრონოგრაფი quartz chronograph.შესთავაზა
Chronograph -წამზომი, რომლის გაშვება, გაჩერება და განულება სპეციალური ღილაკებით ხორციელდება.
და ბოლოს Seiko მთლიანად აწარმოებს დამოუკიდებლად ყველა საჭირო დეტალს ამიტომაც იმსახურებს დიდ პატივისცემას საშუალო ფასიან სეგმენტში.
Seiko-ს პირველი ქმნილება საიდანაც დაიწყო დიდი ისტორია
This post has been edited by Gio707 on 17 Nov 2013, 00:04