საქმე ისაა, რომ ღამე ჭამა ჩემი ყველაზე საშინელი ჩვევა იყო სხვა საშინელ ჩვევათა შორის
ამ ბოლო დრომდე
ახლა რა ხდება და რატომ გვინდება ღამე ჭამა
ისევ და ისევ იმიტომ, რომ არასწორად ვიკვებებით
თუ მთელი დღის რაციონს გაყოფ ოთხ ნაწილად და რამდენიმე ოქროსს წესს შეიმუშავებ(ერთი ფორუმელის სიტყვებია რამდენიმე ოქროს წესი, მაგრად დაუკლია, ფოტოზე ვნახე!), ღამე არ მოგშივდება...
ეს ოქროს წესებია თანმიმდევრობა, თუ როდის რა უნდა ჭამო, როდის ნახშირწყლები, როდის ცილა, როდის რძის პროდუქტები........
ოთხჯერადი კვება:
საუზმე
ლანჩი
სადილი
ვახშამი
ეს აუცილებლად უნდა შეასრულო
ეს ერთი ოქროს წესი
ახლა მეორე:
საუზმეზე უნდა ჭამო ნახშირწყლები, გარდა ამისა, საუზმე უნდა ჭამო რაც შეიძლება ადრე
9 საათზე უკვე ნაჭამი უნდა იყო
ეს იმისთვის არის საჭირო, რომ ადამიანის ორგანიზმის ჩვეული ბიქრონოლოგიური რიტმი არ დაირღვეს
ნახშირწყლები მთელი დღის განმავლობაში მოგამარაგებს ენერგიით და საღამომდე დაიწვება
მეორე კვება ლანჩზე და სადლილზე უნდა გადაანაწილო, ყველამ ვიცით, ერთბაშად ჭამა ცუდია, რადგან მიღებულია, რომ Dinner is the heaviest meal, ხოდა, ეს მძიმე ულუფა უნდა გაყო ორად:
ლანჩი: უნდა მიიღო ცილა _ ან მცენარეული (მწვანე ბარდა, ლობიო, სხვა პარკოსნები) ან ცხოველური (საქონლის მჭლე ხორცი, სასურველია თბილი, ქათმის მკერდი), თევზი _ კარგი იქნება, თუ პირველი კვებიდან სამსაათნახევრის შემდეგ მიიღებ ლანჩს
სადილი: ამ დროს სჯობს ისევ ცილა მივიღოთ, ოღონდ უფრო ნაკლები და მეტი დოზით ბოსტნეული, რომელიც შეიცავს უჯრედისს
ვახშამი: რამე მსუბუქი და ნაკლებკალორიული, რასაც თქვენ თვითონ აირჩევთ
მე, მაგალითად, არაჟანში გავლესავ ცოტა ხაჭოს და ძალიან ცოტა ჯემს ვამატებ
აუცილებელია დღის განმავლობაში ხილი, განსაკუთრებით ისეთი ხილი, რომელიც გლუკოზას შეიცავს
კარგი იქნება თაფლი შაქრის ნაცვლად, მაგრამ თუ შაქარს ვერ ელევით, იცოდეთ, რომ ეს არაა ტრაგედია, ერთი ჩაის კოვზი 20 კალორიას შეადგენს
შეიძლება შოკოლადის ფილის ერთი ბალიში, რომელიც 8-10 გრამს იწონის........
ასეთი კვება იმდენად გივსებს ყველაფერს, რომ ღამე ჭამა არ გინდება, აი, უბრალოდ, არ გინდება
მაგრამ არის ერთი მაგრამ .......ბოლო კვებიდან საათნახევარში უნდა დაიძინო.........
მოკლედ, ცხოვრების წესი უნდა შეცვალო.........
მოდერატორი ფორუმზე არ არის და ჯერჯერობით ამ თემაში ვაგრძელებ პოსტვას
ახალ თემაში დავდებ პროდუქტების დახასიათებას, გვეცოდინება, რომელი პროდუქტი რას შეიცავს, რამდენი ცხიმია, რამდენი ცილაა, რამდენი ნახშირწყლებია
როდის რა უნდა მივირთვათ
თანდათან ვისწავლოთ რას ვჭამთ და როგორ უნდა ვიკვებოთ სწორად
ეს საშუალებას მოგვცემს მოცემულობიდან ავარჩიოთ ჩვენთვის საჭირო პროდუქტი, სწორი რაოდენობით მივიღოთ, არც ვიშიმშილოთ და არც გავსუქდეთ
გარწმუნებთ, ცხოვრების ხარისხი აგიმაღლდებათ
მე ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს, მქონდა თავბრუსხვევები, საშინელი დეპრესია, მუხლები მტკიოდა, ორ სართულსაც ვერ გავივლიდი, მაშინვე მუხლებში საშინელ ჩხვლეტას ვგრძნობდი, ფეხები მტკიოდა მთლინად, აი, რეკლამაში რომ არის, გირები რომ ჰკიდიათ ქალებს ფეხებზე, მერე ვენენგელს რომ წაისვამენ და ჩიჩოტკას ცეკვავენ, აი, ასე გირებივით მქონდა ფეხები დამძიმებული........ახლა ეს ყველაფერი უბრალოდ, გაქრა.......
ათასგვარი დიეტა ვიცი, მაგრამ მათი დაცვის ნერვები არ მქონდა, თქვენც იცით, რამდენი ნერვები უნდა დიეტას.......
და საშინელ კონდიციამდე ვიყავი მისული.......
ახლა კი საერთოდ არ მიჭირს........
მოკლედ, ეს არის დრაფტი, თუ როგორ უნდა იკვებო ზოგადად
რომელი პროდუქტი რას შეიცავს, რომელი რიომელ კვებაზე უნდა ვჭამოთ
რომელ პროდუქტს რამდენი კალორია აქვს მინIჭებული
რომელ კერძში რამდენი კალორიაა
იმ თემაში განვიხილოთ
ერთად ვისწავლოთ, ერთად გავხდეთ

ამ ყველაფრის სწავლას უფრო ნაკლები ნებისყოფა უნდა, ვიდრე მკაცრი დიეტების დაცვას