ჩემმა მამიდაშვილმა იარა ბორმენტალში
37 წლისაა და ჯერ დიეტა არ დაუცვია
საშინლად მოიმ,ატა
რამდენიმე ხნის წინ ფარისებრი ამოიღო საერთოდ
ახლა ძალიან კარგად იკლებს
მე წინა პოსტში ვლაპარაკობდი ჩარჩოზე
ეს არის ძალიან მნშვნელოვანი ფსიქოლოგიური ტრიუკი
თან, მე ვიტყოდი, ერთგვარი თამაში, ფაზლის მაგვარი
მოკლედ, უნდა მიინიჭო კალორიების რაოდენობა
როდესაც კალორიების რაოდენობას მიინიჭებ, შემდეგი ეტაპია საკვები სასწორის ყიდვა
ლილოზე ღირს 17 ლარი, ჩემი კუზინას სასწორი მUშაობს გამართულად, მე არ გამომადგა........
ბაზრობაზე კი უფრო კარგი ღირს 35 ლარი
ამის შემდეგ იწყებ კვებას ცხრილის მიხედვით
გაქვს ბლოკნოტი, რომელშიც იწერ ყველაფერს, რასაც ჭამ დღის განმავლობაში
თუ გინდა გაძღე და 3,5 საათი გაძლო, უნდა აირჩიო ისეთი მენიუ, რომელიც არ გადააჭარბებს შენთვის საწირო კალორიების რაოდენობას
შეგიძლია შეჭამო დღეში რამდენიმე კოვზი შაქარი, რადგან ერთ ჩაის კოვზ შაქარში არის 20 კალორია, ჩართავ ამ რაოდენობას საერთო ჯამში და ის იქნება
სამი კოვზი პრობლემა არ არის
ასევე, შეგიძლია შეჭამო შოკოლადის ფილის ერთი ბალიში, რომელიც არის 8 გრამი
აუცილებელია ხილი, მაგრამ უნდა აწონო და ეცადო ძალიან არ გადააჭარბო
დანარჩენი კი უკვე დავწერე
ჭამ ოთხჯერ
საუზმე დილით ადრე
სადილს ჰყოფ ორ ნაწილად...პირველი კვებიდან სამსაათნახევარში ჭამ ლანჩს, მერე ლანჩიდან სადილამდე სამსაათნახევარში, მერე ვახშამი, რომელსაც შენ თვითონ არეგულირებ და არაუგვიანეს საათნახევრის შემდეგ ვახშმიდა, იძინებ
აი, დილით ადრე ჭამა და ბოლო ჭამიდან საათნახევარში დაძინება ოქროს წესად უნდა დარგო
ასევე, ხილის ჭამა, აუცილებელია ხილი, რომელიც შეიცავს გლუკოზას
ძალიან მნიშვნელოვანია კიდევ ერთი ოქროს წესი:
საუზმეზე ნახშირწყყკლები
ლანჩსა და სადილზე _ ცილა
ვახშამზე რძის პროდუქტები
კვება არ უნდა გამოტოვი, არავითარ შემთხვევაში
მე, მაგალითად, ქილით დამაქვს და მშვენივრად მივირთმევ ხოლმე, მაგალითად, მანქანაში........
შაბათს სახინკლეში ვიყავით და ოთხი ხინკალი მივირთვი, ეს არ არის ტრაგედია, მთავარია, მინიჭებულ კალორიას არ გადააჭარბო........
მოკლედ, მას შემდეგ, რაც გაერკვევი, ძალიან ადვილია
მე გავაკეთე ასე:
საერთოდ ყირამალა დავაყენე საოჯახო მენიუ
ადრე თუ კილოობით ყველს ვჭამდით, ახლა ხაჭო, არაჟანი, რძე და მაწონი შევიტანე მენიუში
ლობიოს ძალიან იშვიათად ვაკეთებდი, ახლა კვირაში ერთხელ ნახევარ კილოს ვაკეთებ
შევიტანე მწვანე ბარდა
გარნირად მივირთმევ
მწვანე ბარდა და ლობიო ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტებია
ესენი წარმოადგენენ მცენარეულ ცილას, რომელიც ლანჩზე ან სადილზე უნდა მიიღო
კარგია ქათმის მკერდი, ყველაზე ნაკლები კალორია აქვს
კუჭი ძალიან კალორიულია, ერთი კუჭი _ 85 კალორიაა, მაგალითად......
არაცVეულებრივია გოგრა
ვინ იფიქრებდა, მაგრამ თურმე ძალიან კარგია ბულიონები
ამიტომ ვაკეთებ უზარმაზარი ქვაბით ხორციან ბორშს
სუპს
ხარჩოს
ვწვავ ქათამს
ვაკეთებ ლობიოს
გარნირად ცოტა ბრინჯს და მწვანე ბარდას
საღAმოობით მივირთმევ არაჟანში გალესილ ხაჭოს
ვჭამ ყურძენს
ვაშლს
კარალიოკს
არ ვჭამ პურს, მაგრამ მთლიანად არ ამომიღია, ხანდახან თითო ნაჭერს ვჭამ
დილით აუცილებლად ვსვამ რძიან ყავას
ხო, მოხარშული კვერცხი დამავიწყდა
ერთ კვერცხს აქვს 60-65 კალორია
ორი კვერცხი + მოასხი მსუბუქი კალვე, რომელსაც ცოტა კალორიები აქვს + მწვანე ბარდა
სამი ან ოთხი კოვზი, გაწიე-გამოწიე, 200 კალორია იქნება
ნუ, შეიძლება 220
ახლა დილით რომ 350-400 კალორიას შეჭამ, მერე ლანჩზე 220 მიიღებ, მერე სადილზე ხორციან ბორშს შეჭამ, საღამოს კი 100 გრამ ხაჭოს და ერთ-ორ კოვზ არაჟანს, არც იშიმშილებ და რაც მთავარია, გაძლებ!
ნუ, ცხრილებს რომ დავდებ, უფრო გასაგები იქნება, როგორ უნდა აიწყოს მენიუ
შესაძლოა, ერთი თქვეც არ დასწირდეს ამ ყველაფრის შესწალას, სამაგიეროდ, თქვენ სულ გექნებატ საჭმელად ის, რაც გინდათ მოცემულ მომენტში!
აი, ეს არის დიდი ჩარჩო
აარჩიო შენ თვითონ რა გინდა პროდუქტების ჩამონათვალიდან
როცა შეძლებ, შენს კალორიაზე ნაკლებს მოიხმარ (იქაც არის ჩარჩო, მაგალითად, 1000 მაღლა და 850-ზე დაბლა არ შეიძლება, როცა ვერ შეძლებ, ზედა ზღვრამდე ახვალ, ძაან თუ მოგინდა, კალორიულ რაღაცას გასინჯავ და ასე შემდეგ (მაგალითAდ, დღეს კუზინამ

46 გრამი ნაპოლეონი შეჭამა, ბედნიერი იყო უზომოდ, კალორიებიც არ გადაუჭარბებია

მოკლედ, ძაან მაგარი სისტემაა
ესენი არის