მოკლედ რასაც გეტყვი ამას არავითარი მეცნიერული დასაბუთება არ აქვს, უბრალოდ პრაქტიკა ჩემი სამეგობროსი.
1. დაიწყე ვარჯიში. თუ დიდი ხანია არ გივარჯიშია თავიდან გაგიჭირდება, მაგრამ არ გატყდე - ნელ-ნელა მიჰყევი და ერთი ათად გაგიუმჯობესდება დიხანიაც და ენერგიაც. (არ ვამეტებ, მართლა 10 ჯერ მინიმუმ

)
1.1 ვარჯიშის დროს სასურველია ტანს ზემოთ თბილად ჩაიაცვა, ამბობენ ცელოფანია კარგი მუცელზე რომ მოიხვიოო მაგრამ არ გირჩევ, კანს აჭკნობს და როცა გახდები ნაკეცები დაგეტყობა, სჯობს პლაშოვკა ან შალი...
მე ვარჯიშის დროს (ვინაიდან დიხანია ძალიან სუსტი მქონდა) ავირჩიე ველოსიპედი. საღამოობით ასე 1-2 საათი ვსეირნობდი, არავითარი მიზანმიმართული და მაზოხისტური ვარჯიში. უბანში გავდიოდი და შესვენებებით ვატარებდი ველოსიპედს. ხშირად სხვასაც ვთხოვნიდი ხოლმე, მეგობრებთან ვიყავი და ნუ ვერთობოდი რა პარალელულად. (ეს რასაც გიყვები შარშანდელია, როცა 15 კგ დავიკელი) თუმცა სირბილი გაცილებით უკეთესია. აირჩე რამე სტადიონი და დაიწყე რამოდენიმე ერთეული წრეთი, ყოველ 2-3 დღეში თითო წრე დაუმატე... დიდი ხნის პერსპეკტივად მოგეჩვენება, მაგრამ დამიჯერე ამაზე ეფექტური არაფერია, მითუმეტეს რომ არა მხოლოდ დაიგდებ წონას, არამედ შეინარჩუნებ და ფიზიკურ მონაცემებსაც გაიუმჯობესებ.
ხო ეს ძალიან მნიშვნელოვანია : ზაფხულის ვარჯიშების დროს თან იქონიე მაქსიმალურად ცივი ცყალი და მინიმუმი დალიე. ასე 1-2 ყლუპი... გაუწყლოება რომ არ დაგემართოს და ორგანიზმსაც რომ დააკლდეს მინერალები და დაიწყოს მარაგის წვა... ასევე - საწყის ეტაპზე თუ დაგეწყო თავბრუს ხვევა, გულის რევის შეგრძნება და სუშნიაკი. არ შეგეშინდეს, დაისევენე ცოტა და მერე ისევ გააგრძელე...
რაციონი :
2. არ ვიცი როგორი დამოკიდებულება გაქვს ტკბილეულის მიმართ. თუ საშუალო ან ცუდი - მაშინ მაგარი გაგიადვილდება. შეწყვიტე ყველანაირი ტკბილეულის მიღება. თუ გიყვარს ტკბილეული მაშინ ძალიანაც თავს ნუ მოიკლავ და დააგემოვნე ხოლმე... მაგრამ გთხოვ ბოროტად არ გამოიყენო ეს უკანასკნელი
2.2 თუ შაქარს უკეთებ ჩაის ან ყავას მაშინ შეეცადე ჩაი თაფლით მიირთვა. ყავას რაც შეეხება - დიდი გურმანი ვარ ყავების და სიტყვაზე მენდე - ყავა უშაქროდ ყავის საუკეთესო სორტია

თუ ეგეც არ გამოგივა, მაშინ ეტაპობრივად. ცოტ-ცოტა დააკელი... და დაიმახსოვრე - არ დააკვდე არაფერს, არ დაიღალო და არ იტანჯო თორემ გატყდები.
2.3 პური! და ზოგადად ცომეულობა.. ვიცი რომ საქართველოში ყველას უყვარს პური და ბევრს მიირთმევენ, მაგრამ წონის დაკლება თუ გინდა პური ცუდია. შენც, როგორც ყველა სხვას, თუ გიყვარს პური მაშინ რჩევა იქნება რომ გადადი შავ პურზე და ნელ-ნელა მოუკელი. თუ ეხლა ნახევარ პურს მიირთმევ შეეცადე 10-15% დააკლო და 3-4 დღე მაგდენი ჭამო. შემდეგ კიდევ 10-15% და ერთი კვირა ეგრე.. ბოლოს ნახავ რომ საჭმელს პურის გარეშე უფრო კარგი გემო აქვს

(ზუსტად ასე ვქენი მეც, ეხლა საერთოდ აღარ ვჭამ პურს )
სასმელები
4. არავითარი ლუდი!!! არ ვიცი მუცლზე რა მდგომარეობა გაქვს, მაგრამ ღიპის შემთხვევაში არავითარი ლუდის.
4.4 ზოგადად რომ ვთქვათ ალკოჰოლურ სასმელების ზომიერ მიღებას დიდი საფრთხე არ გააჩნია, მითუმეტეს თუ ივარიშებ, მაგრამ მოგეხსენება დალევის დროს გშივდება და შეიძლება ვეღარ გააკონტროლო. მე პირადად არ ვსვავ არც ლუდს არც ალკოჰოლურ სასმელებს. გირჩევ შენც ამოიღო. ყოველ შემთხვევაში დროებით მაინც... რაიონის შემცირებასთან ერთად შეგიმცირდება მოთხოვნილებებიც ამიტომ უფრო საიმედო იქნება შენი ორგანიზმი...
თუ არ მაშინ ბოდიში :
OFFTOPIC:
4.5 მოსაწევი ( ) თუ! თუ ეწევი - მოერიდე მოსაწევს, აპეტიტს გიათმაგებს და ძალიან საშიშია, მე თუ დამირღვევია ჩემი ფსევდო დიეტა მხოლოდ მაგის გამო.. ვიცი სეზონია და შეიძლება სულმა წაგძლიოს. მაშინ რჩევა მაქვს - მიირთვი საჭმელი მოწევის წინ... მითუმეტეს საჭმელს გამოყავხარ და ამიტომ არც ღირს ჭამა |
მოკლედ მგონი სულ ეს არის რისი თქმაც მინდოდა...
ვარჯიში და რაციონის ზოგადი დეკორირება
რჩევა - დაიწყე პატარით და ნელა იარე დიდისკენ... როგორც ვარჯიშში ასევე ჭამაში. არაა აუცილებელი თავი დააკლა... მითუმეტეს რომ როდესაც სწრაფად წყვეტ ჭამას ორგანიზმი გადადის ექსტრემალურ რეჟიმზე და ცდილობს ენერგიის ნაკლებ წვას, ეგ იწვევს დაღლილობას და ათას სისულელეს... მთავარი ისაა რომ წონაზე დიდი გავლენაც არ აქვს...
მორჩა...
ხო ისე... ნებისმიერ დროს შეგიძლია შემოხვიდე ამ თემაში, გავიზიარო შთაბეჭდილებები, ისაუბრო დადებით თუ უარყოფი მხარეებზე და ჩვენც, მე და ამ თემის მუდმივი იუზერები, ვეცდებით დაგეხმაროთ მორალურად
წარმატებები მეგობარო.
This post has been edited by Brian Griffin on 15 Aug 2010, 18:10