მაგით ორი ახალი წევრი შევძინე პრაიმ ფიტნესს

მანამდეც აქტიურად ვეწეოდი აგიტაციას, მაგრამ ეხლა დავაჩქარე...
ფასდაკლების ბარათები გაქვთ და მოდით ბარემ მეთქი

ეს აქციები კარგი მოტივატორია...
ახალი ხალხის მოსაზიდად და უკვე არსებულის მისაჯაჭვად

თვითონ საჩუქარი - ფასდაკლება იქნება, დამატებითი დღეები თუ სხვა, შეიძლება მნიშვნელოვანი არ იყოს, მაგრამ ყურადღებაა მთავარი...
აუზის არარსებობა ჩემი ტკივილია - ცურვა ყველაზე მაგრად მიყვარს, მაგრამ სხვაგან გადასვლას არ ვაპირებ...
რაღაც შემაჯამებელი სამადლობელი წერილივით გამომივიდა, თვითმკვლელობის წინ რომ ტოვებენ, მაგრამ ეგრეა და...

და არც მადლობის გადახდა მიტყდება

ხო, ეხლა შეიძლება სამართლიანად გამკიცხონ, თვითონ ფიტნესზეც გეთქვა რამეო, ვარჯიშზეო, შედეგებზეო, მაგრამ თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს (თემის განვითარებაში შეტანილი წვლილის თუ სხვა ადამიანური ფაქტორების გამო)...

ეს ბოლო ორი-სამი თვე რეგრესისკენ მივდივარ

და სალაპარაკოც არაფერი მაქვს...
ისე გამომივა ნარკომანი რო ჭკუას არიგებს ბავშვებს, წამალი ცუდიაო

თუმცა მხლოდ ერთ რჩევას მივცემდი თანამემამულეებს მაინც - დაგვღუპავს ხორციელი სიამოვნებისკენ სწრაფვა
Mens sana in corpore sano...