ოჰ ოჰ აქ რა ამბავი ყოფილა

შემთხვევით წავაწყდი გუგლში ამ საიტს როცა ლაზერული ეპილაცია დავსერჩე
მოკლედ, ვარ ნამყოფი აბსოლუტურად ყველა ესთეტიკის ცენტრში სადაც ლაზერული ეპილაცია კეთდება, აქედან გამომდინარე მოგახსენებთ ყველაზე ჩემს აზრს
1. გვარამიას კლინიკა – კეთდება ხარისხიანად, თუმცა უაზროდ ძვირი ჯდება სხვებთან შედარებით. რატომღაც არც აგდებენ ფასს
2. ესთეტიკ სერვისი – კეთდება ნორმალურად, თუმცა სხვებთან შედარებით მანდაც ძვირია. მაგას მაშინ გვარამია ჯობია
3. ბოდილაინი – აქ არ მიხვიდეთ! აპარატი არ უვარგათ, სხვანაირი აქვთ, რომელიც ძალიან ხშირად ან ვერ იღებს ან ტრუსავს ხალხს და გადატარება და ხელმეორედ მისვლა დაგჭირდებათ
4. მედი – ყველაზე მისაღები ხარისხი და ფასი ჩემთვის.
5. შაინი – ინტერესის გულისთვის აქაც ვიყავი, ძალიან დაბალი დონეა ყველასთან შედარებით (ბოდილაინს ჰა და ჰა ჯობია)
სამი წლის წინ დავიწყე გვარამიათი, ზედა ტუჩს და იღლიას მანდ ვიკეთებდი და კოლოსარული თანხა მიჯდებოდა, თუმცა საერთოდ აღარ მაქვს არაფერი , მერე გადავუხვიე ესთეტიკში სადაც ბიკინი გავიკეთე, მაგრამ არ მომეწონა და ორი წლის წინ გადავინაცვლე მედიში, სადაც დავასრულე თითქმის ხელი, ფეხი და ბიკინი,
ამას წინათ შაინიდან მესიჯი მომივიდა და იქაც წავედი, მხრები დამრჩა გასაკეთებელი და მივედი შესამოწმებლად. გამეცინა, ექიმმა მგონი აპარატის წესიერად ხელში დაჭერაც არ იცის. ასე რომ ისევ მედი დავუბრუნდი
ესაა ჩემი გამოცდილება
This post has been edited by ninonino11 on 14 Dec 2010, 16:11