Pop-cornრა დაგასახა ამისთანა....

მოკლედ, შენი თმა შოკშია ეხლა

ამიტო მიხმარება უნდა

ზეთების ნიღბები უნდა გაიკეთო, ანუ: ზეითუნის ზეთი + რეპინოე (აფთიაქებშI იყიდება) + აბუსალათინი (ესეც) + ქაცვის ზეთი (ესეც) +
+ ნუშის ზეთი (ცოტა ძვირია და თმისთვის თუ გაიმეტებ არ ვიცი) + A და E ვიტამინი ზეთოვანები (ესენიც აფთიაქებში)...... ეხლა როგორ გააკეთო:
კვერცხის გული 1 ან 2 (გააჩნაი რამხელა თმა გაქვს) დაუმატე ეს ზეთები რაც გექნება ყველაფერი, თვალის ზომით რო მთელ თმაზე გეყოს, დაახლოებით 1 სუფრის კოვზი, შეიძლება მეტიც,
თაფლიც თუ გაქვს კარგია ძალიან + 10 - 10 წვეთი A და E ვიტამინები.. აურევ კარგად ყველაფერს და დაბანამდე 2-3-4 საათით ადრე წაისმევ, მთელ თმაზე, ძირებიდან ბოლოებამდე,
იმდენი უნდა გააკეთო რა თმა კარგად გაიჟღინთოს მოკლედ....შემოიხვევ ცელოფანს, ფენით შემოუვლი რო გათბეს (თბილი უფრო კარგად შეიწოვება) ზემოდან შეგიძლია პირსახოციც შემოიხვიო,
მაგრა ეხლა უკვე თბილა, შეგიძლია არც შემოიხვიო... და გაიჩერებ, ნუ 2-3 საათი მაინც რაა.... მერე ჩამოიბან ჩვეულებრივად.....

მაგრამ თუ შეღებილი გაქვს, ამბობენ ამ ზეთებს საღებავი გამოყავსო და მაქსიმუმ კვირაში 1 ხელ გაიკეთე, თუ არა, გოგოები ყოველ დაბანაზეც შეიძლება

კიდე რაა....ხო, ელსევეს ნიღბები კარგი, ვარდისფერი და თეთრი წითელ თავსახურიანი... ხანდახან მე მაგ ნიღაბშიც ვურევ ზეთებს და 1 საათი ვიჩერებ ხოლმე...
მოკლედ თუ თმა დამწვარი და დაზიანებულია, ზეთების გარეშე მაგას ვერაფერი ვერ გამოაცოცხლებს..ასე რომ, მოგიწვეს თხიპნაობა

უუუFFF რამდენი დამიწერია