ვისაც მგრძნობიარე და მშრალი კანი გაქვთ გირჩევთ CLINIQUE-ის comfort on call. ეს კომპანია ამერიკულია და ძალიან დიდ ყურადღებას აქცევს სამკურნალო თვისებებს კანისთვის და არა არომატიზაციას.არის ნებისმიერი კანისთვის,მაგრამ მე ამას ვხმარობ მშრალი კანის გამო და ერთადერთი კრემია, რომლის ხმარების შემდეგ კანის ერთფეროვნებას და ტენიანობას მივაღწიე . არ ვიცი საქართველოში როგორ ყიდიან,როგორც უმრავლეს შემთხვაში ფალსიფიცირებულია თუ არა... ამ კრემის ფასია 42€ ან $, გააჩნია სად შეიძენთ. იტალიაში 42 € ღირს.ანუ ფალსიფიცირებულს რა თქმა უნდა შედეგიც სხვანაირი ექნება...ან საერთოდ არ ექნება.
CHANEL-ის კრემებს აქებენ ძალიან საქართველოში როგორც ვიცი,მე ვსინჯე და ჩემ კანს საშინლად არ მოუხდა,მეორე დღეს კანი აქერცლილი მქონდა საშინლად და კიდევ არის CHANEL-ის კონკურენტი ფრანგული ფირმა eisenberg (sephora-ს მაღაზიებში), ამ ბოლო პროდუქტს უკეთესი შედეგი ქონდა,ალბათ უფრო ზაფხილში გამომადგება... მაგრამ ამათი ფასები ბევრად უფრო მაღალია... 80-250€-მდე...
კრემამდე ვხმარობ l'oerali-ის Triple actve-ის გამწმენდ რძეს მშრალი კანისთვის, შემდეგ იგივე ხაზის ტონიკს და ამის შემდეგ კრემს. დიდი ძებნის შემდეგ მივაღწიე სასურველ შედეგს

კიდევ ერთი ახალი აღმჩენა(ჩემთვის): YOUთUBE-ზე შემთხვევით შემხვდა ვიდეოები გამონაყარებზე და სახის ლაქებისთვის გამოსაყენებელ პროდუქტებზე და ძალიან ბევრი რეკომენდაციას უწევდა elicina -ასე ქვია,არის ლოკოკინის ექსტრაქტზე დამზადებული და რამდენიმე თვეში აქრობს ან აპატარავებს შრამებს,გამონაყარს. მე 2კვირა ვიხმარე და გამონაყარი როგორია არარ მახსოვს! ეს პროდუქტი შევიძინე და ვფიქრობ საქართველოშიც ჩამოაქვთ (უფასოდ)
http://www.elicinausa.com/products.htm აი ამ ვებგვერდიდან.
თუ სცდით დაწერეთ თქვენი შედეგიც!
* * *
ტანის კანისთვის ვხმარობ მწვანე ჩაის ზეთს(17€), კანი ტენიანია და მწვანე ჩაის ძეთის მახასიათებელია ელასტიურობა ,რაც ნამდვილად აისახება კანზე ორი-სამჯერ ხმარების შემდეგ. ხელის კანისთვის ვიყენებ neutrogena-ს და ყველაზე ცივ ამინდებში ნივეას კრემს,რომელიც ძალიან ცხიმიანია და კარგად კვებავს კანს,მიუხედავად იმისა რომ რამდენიმე წუთი არასასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს ცხიმიანობის გამო.
სახის კანის მასკა მშრალი და გაღიზიანებული კანისთვის: carita paris,ideal doucer. ამ მასკას არ ჭირდება ჩამობანა , კანი 3წუთის შემდეგ ბამბით მოიცმენდთ ზედმეტ მასას და კანი დატენანებულია , დაცყნარებული და მზად არის მაკიაჟისთვის. ამისი ფასი არ ვიცი,ჩემმა ნაცნობმა კონსულენტმა მომცა რამდენიმე პრობნიკი და 1თვეა ამ პრობნიკებს ვიყენებ.
This post has been edited by colorina on 23 Feb 2011, 19:35