უკვე მომწონს შენი კოსმეტოლოგი : )
მე გავითვალისწინებდი მის რჩევას. + მე ბიო პროდუქციის ფანი ვარ )))
ცვლილებები ფედერალურ კანონმდებლობაში პირადი ჰიგიენის და კოსმეტიკის წარმოების შესახებ (Food and Drug Administration) იყო 1938 წელს. დღეს ფართოდ და აკრძალვის გარეშე გამოიყენება იაფფასიანი ინგრედიენტები რომლებიც მსუბუქად რომ თქვათ ტოქსიურია.
Parabens
წარმოადგენს ჰორმონის მსგავს, კერძოდ მათ მიაკუთვნებენ სუსტ ესტროგენებს (ქალის ჰორმონი) ისინი წარმოქმნიან არანორმალურ ჰორმონალურ ფონს ბავშვის ორგანიზმში , კანზე მოხვედრის შემდეგ. ამის შედეგად ბიჭებში იკლებს ტესტოსტერონის (კაცის სასქესო ჰორმონი) დონე.
ქალებისათვის პარაბენი საშიშია, პირველ რიგში იმით, რომ ის კონცენტრირდება მკერდის არეში.
Talc
გამოიყენება, პირველ რიგში მისი სითხის შეწოვის უნარის გამო. ტაკლმა შეიძლება გამოიწვიოს ფილტვების ქრონიკული გაღიზიანება(ტალკოზისი), რიგ შემთხვევებში კი სიკვდილიც. მღრღნელებზე ცდებმა დაამტკიცა რომ ტალკი იწვევს სიმსივნეს.
Sodium sulfate
კვლევების შედეგად გაირკვა, რომ მხოლოდ ერთხელ კანზე მოხვედრის შედეგად ეს ნივთიერება იწვევს თავის კანის მოლეკულური სტრუქტურის მიკროსკოპულ ნგრევას, რაც იწვევს კანის მიერ სხვა ტოქსიკური და კანცეროგენული ნივთიერებების სწრაფ შეწოვას
ILKYL - phenol - elhoxylades
ამცირებს კაცებში სპერმის რაოდენობას, ესტროგენის მოქმედების მსგავსად. ხშირად გამოიყენება შამპუნებში. წარმოადგენს შხამიან, კანცეროგენულ, მუტაგენურ ნივთიერებას
Aluminum - Aluminium (ალუმინი)
გამოიყენება, როგორც ფერადი დანამატი კოსმეტიკაში. განსაკუთრებით წამწამების ტონებში, ასევე დეზოდორებში და ოფლის საწინააღმდეგო საშუალებებში. შხამიანი მუტაგენური ნივთიერება
Ammonium, laureth sulphate (ALS)
ადვილად აღწევს კანში. გამოიყენება თმის მოვლის საშუალებებში და აბაზანის ქაფებში. წარმოადგენს შხამიან, მუტაგენურ, კანცეროგენულ ნივთიერებებს
Collagen
არ აგერიოთ მცენარეულ და ხსნად კოლაგენში, ეს არის პროტეინი - კანის სტრუქტურული ქსელის ძირითადი ნაწილი. თვლება რომ ასაკთან ერთად ის იწყებს ნგრევას და კანი ხდება თხელი და მოდუნებული. ზოგიერთი კომპანიები თვლიან, რომ კოლაგენმა შესაძლოა გააუმჯობესოს კანის სტრუქტურა, სხვები ამბობენ რომ ის ეპიდერმონ აბსორბირდება და ანოტივებს კანს. კოლაგენი - არახნადი ბოჭკოვანი ცილაა, რომლის მოლეკულა ზედმეტად დიდია იმისათვის, რომ შეაღწიოს კანში. იგი გამოიყენება ბევრ კოსმეტიკურ პრეპარატში. კოლაგენის მოლეკულის დიდი ზომა ხელს უშლის მის კანში შეღწევას. იმის მაგივრდ, რომ სარგებელი მოიტანოს ის ილექება კანის ზედაპირზე, ავსებს ფორებს და ხელს უშლის წყლის აორთქლებას ისევე, როგორც ტექნიკური ზეთი. იგი წარმოქმნის აპკს, რომლის ქვეშაც კანი შეიძლება გამოშრეს. ეს დაახლოებით იგივეა რაც ჩოგბურთის თამაში ფეხბურთის ბურთით
Dioxins
500 00 - ჯერ მეტად კონცეროგენულია, ვიდრე DDT. გამოიყენება ქაღალდის გასათეთრებლად. არსებობს ფაქტები, რომლებიც ამტკიცებენ დიოქსინის არსებობას რძეში და რძის პროდუქტებში, რომლებიც შეფუთულია მუყაოს კოლოფებში, რადგან მუყაოს გასათეთრებლად ეს ნივთიერება გამოიყენება.
Imidazolidinyl Urea
პარაბენების შემდეგ ყველაზე ხშირად გამოყენებადი კონსერვანტია კოსმეტიკაში. უფერო, უსუნო და უგემო ნივთიერება. მას ამატებენ პუდრებში, საბავშვო შამპუნებში, ოდეკალონებში, თვალის ნელსაცხებლებში, თმის ტონიკებში და ლოსიონებში. მაღალ ტემპერატურაზე გამოყოფს ფარმალდეგიდებს, რომელიც ძალიან ტოქსიკურია
Lanolin (ლანოლინი)
რეკლამის სპეციალისტებმა დაადგინეს, რომ სიტყვები "შეიცავს ლანოლინს" (მას აპიარებენ როგორც დამატენიანებელს) ხელს უწყობს პროდუქციის გაყიდვებს. ამის გამო დაიწყეს მტკიცება, რომ ლანოლინს აქვს უნარი შეაღწიოს კანში ისე როგორც არცერთ ცხიმს, თუმცა ამის მეცნიერული დასტური არ არსებობს. გამოკვლევებმა დაადგინეს, რომ ლანოლინი იწვევს კანის მგრძნობელობის გაზრდას, ალერგიულ გამონაყარს. აღინიშნება პესტიციდების მაღალი შემცველობა, ზოგჯერ 50-60%, ძალიან საშიშია კანისთვის ჭედავს ფორებს, არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას. შესაძლებელია იყოს კანცეროგენული
Lindane (hexachlorocyclohexane)
პესტიციდი რომელიც გამოიყენება სოფლის მოურნეობაში. სავაჭრო სახელი Kwell, linden, bio-well, G-well, Kildano, Kwildano, Scabene, Thionex. ამატებენ კრემებში, ლოსიონებში და შამპუნებში. კანცეროგენურია, იწვევს კანის კიბოს, ძალიან ტოქსიკურია ნერვული სისტემისათვის, აზიანებს თავის ტვინს
Mineral oil (heavy and light)(ტექნიკური ზეთი)
ამ ინგრედიენტს იღებენ ნავთობისგან. ეს არის ბენზინიდან გამოყოფილი თხევადი ნახშირბადების ნაერთი. გამოიყენება წარმოებაში, როგორც გამხსნელი სითხე. კოსმეტიკაში გამოყენებისას რეკლამდება როგორც დამატენიანებელი. ტექნიკური ზეთი წარმოქმნის წყალგაუმტარ აპკს და ეტავს კანის ტენიანობას. ითვლება, რომ თუ ტენიანობას შეაჩერებთ კანი უფრო რბილი და გლუვი იქნება და ახალგაზრდულად გამოიყურება, მაგრამ ტექნიური ზეთების აპი აჩერებს არა მხოლოდ წყალს არამედ ტოქსინებს, ნახშიროჟანგს და ხელს უშლის ჟანგბადის შეღწევას კანში. კანი - ცოცხალი, მსუნთქავი ორგანოა, რომელიც საჭიროებს ჟანგბადს, როდესაც კანში გროვდება ტოქსინები და ვერ აღწევს ჟანგბადი კანი ხდება არაჯანსაღი
Para - Phenylenediamine Dyes
თმის საღებავი საშუალება: შავი ან ყავისფერი, როდესაც მყავასთან შედის რეაქციაში კანცეროგენულია, იწვევს კიბოს სხვადასხვა ფორმებს - non-Hodghin's lymphoma და multiple myeloma ჟაკლინ კენედი ყოველ ორ კვირაში იღებავდა თმას ყავისფრად და გარდაიცვალა on-Hodghin's lymphoma-გან
Parabens
სავაჭრო დასახელება : butyl, ethyl, germa, methyl, propyl, paraben. კოსმეტიკაში გამოიყენება როგორც კონსერვანტი, იწვევს დერმატიტებს და ალერგიას შეიძლება გახდეს მკერდის კიბოს გამომწვევი მიზეზი
Phathelates
Dibytyl bhthalate - Diethyl phthalate ფტოლატები - ხშირად გამოიყენებიან კოსმეტიკასა და პარფიუმერიაში. საინტერესოა, რომ გარემოს კანონები რეგულაციას და კონტროლს უწევენ ფტოლატებს, რადგანაც ისინი ითვლებიან ტოქსიკურად. კოსმეტიკური პროდუქციის მაწარმოებლები არ აფრთხილებენ მომხმარებელს მათი მაღალტოქსიკურობის შესახებ. ის შლის ღვიძლს და თირკმელებს, ძალიან საშიშია ნაყოფისთვის, ამცირებს სპერმის რაოდენობას
Placental Extract
პლაცენტა კიდევ ერთი დიდი ტყუილი კოსმეტიკაში. რეკლამირდება როგორც კანის მკვებავი და გამაახალგაზრდავებელი. სინამდვილეში ერთი მორიგი ტყუილია. ეს ინგრედიენტი დამატენიანებელში თითქოს ვიტამინებსა და ჰორმონებს ამატებს. ამ ექსტრაქტების მწარმოებლები იყენებენ იმ რწმენას, რომ თუ პლაცენტა კვებავს განვითარებად ემბრიონს, მაშინ მის ექსტრაქტს შეუძლია კვებოს და გააახალგაზრდავოს კანი, რომელიც დაბერებას იწყებს, მაგრამ ექტრაქტებს მსგავსი არაფრის გაკეთება არ შეუძლიათ. კოსმეტიკის ფასეულობა განისაზღვრება მისი ინგრედიენტების ფასეულობით და კოლმეტიკით, ტომელიც შეიცავს " პლაცენტას ექსტრაქტს" შეუძლებელია განსაზღვრო რას შეიცავს იგი. სახიფათოა იმით, რომ თუ მისი მიღების დროს არ იქნა დაცული ყველა სანიტარული მოთხოვნა, შეიძლება გახდეს სერიოზული დაავადებების გამომწვევი მიზეზი შიდსისაც კი. მომხმარებლის გადასაწყვეტია ღირს თუ არა გარისკო საკუთარი ჯამრთელობით იმ ნივთიერების გამო, რომელიც არანაირად არ მოქმედებს კანის მდომარეობაზე და მხოლოდ დროებითიეფექტი აქვს
კვლევების ავტორია
http://en.wikipedia.org/wiki/Samuel_Epstein სამუელ ეპშტაინი.
ეს ინფორმაცია რომელიღაც ქართული ვებგვერდიდან მაქვს მაგრამ აღარ მახსოვს რომელია))
მამაკაცი ქალის თანასწორია.
ეკვატორზე მყოფი ადამიანის სიმაღლე ჩრდ. პოლუსზე მყოფისთვის სიგანეა.