მოი აქ

მოკლედ, ეხლა დავწერ 3 დღის საუზმე, სადილ, ვახშამს.. ასე თუ ისე მისაღებს და მერე შენ შეგიძლია დააკორექტირო, ან 2 ჭამაზე გადაინაწილო და პორციები გაზარდო.
აქ ყველა სწრაფ შედეგებს ელის, მაგრამ შარშანდელ თემას გადავხედე და იქაც მასე ითხოვდა იგივე ხალხი (არ გეწონოთ ხალხო

), მარა შედეგი არ სჩანს გრძელვადიანი, ხომ ხედავ.. დაიცავი 1300 იანი დიეტა ხვალიდან და 4 თვეში, ანუ მაისის ბოლოს იქნები -8 კილო!
ყველაფერს, რასაც ამზადებ წონი უმს!
საუზმე:
1) 100 გრამი პური (აიღე ყველაზე დაბალკალორიული, ბელლმა თქვა "ბეზეკ"ს აქვს 218 კკალიო, მარგსაც იგივე ექნება და ყველა ნაღდ შავ ან სერ პურს) - 220 კკალ
და გაიკეთე 2 დიდი ყიყლიყო 1კვერცხით (70 კკალ)+30 მლ რძე (უცხიმო 10 კკალ) + ცოტა ტომატ პასტა (5 კკალ) და შეიწვი ან უზეთოდ ან 5 გრამ ზეთში - 45 კკალ
+ რძიანი ყავა 1 კოვზი შაქრით და 80 მლ რძით (50 კკალ) - 400 კკალ
2)გრეჩიხა 100 გრამი მშრალი (გამოდის ძალიან ბევრი

)+მაწონი 125 გრამი+ყავა რძიანი = 336+63+50 = 450 კკალ
3)ჰერკულესი 50 გრ (175 კკალ), რძე 300 გრ (105), ყველი იმერული 50 გრ (120)+რძიანი ყავა (50 კკალ) - 450
4) ან შეგიძლია უბრალოდ პური და ტუნას კონსერვი ჭამო (ამას ცოტა აქვს ხოლმე კალორია და ძაან გემრიელია!) რამდენიც მოგივა 400 კკალ-ში..მეც მაგდენი მქონდა ეხლა და ბაგეტი ხო იცი რამხელაა, მკლავის სიგრძე პურია. აი მაგის 2/3 და 2 კონსერვი ტუნა მომივიდა

ბაგეტს 235 კკალ აქვს 100 გრამზე, ზედ აწერია
სადილი:
1) ბრინჯი ბოსტნეულით და ხორცით. 100 გრამი ბრინჯი მშრალი (345 კკალ), 50 გრამი სიმინდი (30 კკალ), 50გრამი გაროხი (40 კკალ), 50 გრ სტაფილო (20 კკალ), 150 გრამი ქათმის ღუმელში შემწვარი ფილე (165 კკალ), გადაურიე ერთმანეთში
სულ 600 კკალ
2) შეწვი 300 გრამი უმი კარტოშკა (225 კკალ), 10 გრამ ზეთში (90 კკალ) + 200 გრამი ქათმის ფილე (220 კკალ) წინასწარ ჩაალბე ძმრებში და წიწაკ-პილპილებში და დუხოვკის სეტკაზე შეწვი, 15-20 წუთში მზადაა, კარტოშკაც 30 წუთში

სულ 535 კკალ
3)გრეჩიხა 100 გრამი (336 კკალ) ხორცის სოუსით, ქათამი (165 კკალ) + ხახვი (20 კკალ) + ტომატი(20 კკალ), ჩახოხბე ესენი= 541 კკალ
+ 2 საშუალო ან დიდი მანდარინი ან 1 საშუალო (160 გრ) ვაშლი - 80 კკალ
ვახშამი:
1)2 ტკბილი იოგურტი ან ხაჭო - 220 კკალ
2) პავიდლოიანი (35 კკალ) პურები(150 კკალ) რძიანი ყავით (50 კკალ) =235 კკალ (ტოსტის პურების შეკვრა იყიდე და თითო 30 გრამიანია, ანუ 75 კკალ, გახუხე და დიაბეტიანების პავიდლო შეგიძლია იყიდო, მაგათ 100 გრამს 70 კკალ აქვთ და 50 გრამი გრამი გადაუსვი ამ ორ ტოსტს და მიირთვი)
3)ან მესამედი პლიტკა შოკოლადის+რძიანი ყავა = 235 კკალ

4) სალათა (100 გრამი სალათიდ ფოთოლი (17 კკალ), 100 გრამი კიტრი(16 კკალ), 100 გრამი პამიდორი (20 კკალ), 50 გრამი ბულგარული (15 კკალ), 50 გრამი სიმინდი (30 კკალ), 100 გრამი ქათმის დაგრილული ფილე (110 კკალ), 20 გრამი სმეტანისა და მდოგვის ნაზავის სოუსი (25 კკალ) - 233 კკალ
დააჯგუფე ეხლა დღეები ასე:
ა)I(1)+ II(1)+III(1) = 1300 კკალ
ბ)I(2ან3ან4)+ II(2)+III(2ან3)=1300 კკალ
გ) I(2ან3ან4)+ II(3)+III(4) = 1304 კკალ
საკმაოდ ნორმალური პორციებია და მეეჭვება მაიც მოგშივდეს.. ჭამა კი მოგინდება მეტის, ეგ ყოველთვის გვინდა ხო იცი..
ნეტა ვინმე წაიკითხავს ამხელა ტექტს?
აჰა გფლუდავ შენც, სწრაფი შედეგები აღარ მიხსენო ოღონდ
<<დოლორეს>>chaPPek
This post has been edited by Neno_ on 2 Feb 2011, 00:56