იტოგში გავამზადე ტიკიტა, უუუგემრიელესია, აწი ხშირად მოუწევს ჩემს ოჯახში დაბუდება..
ესე იგი, 2 პორცია მოვამზადე მე და ამისთვის გვჭირდება:
1) 300 გრამი ქათმის ფილე (მე ინდაურის ვიხმარე) - 315 კკალ (ქათამზე 342 კკალ)
2) დავჭრათ ფილე ლუკმის ზომაზე და 1 საათით დავამარინადოთ 125 გრამ მაწონში/იოგურტში - 63 კკალ (1 კოლოფია)
მარინადს დავამატოთ ლიმნის წვენი (ცოტა)და თითო ჩაის კოვზი (პატარა) შემდეგი სუნელები: კუმინი, წითელი წიწაკა, პილპილი და კიდე ქარიც დავამატე ჩემით (ინდურია ეგეც და რა უჭირს

).. სინამდვილეში უფრო მეტი სუნელი უნდა და ქარი არა (ინეტში ნახავთ სუნელების სახელებს, არ მახსოვს და მაღაზიაშიც არ ჰქონდათ, ისეც მაგარი გემრიელია, მთავარია ქუმინი

)
3)ეს ნაზავი შევაგდოთ კეცზე და ღუმელში 10-15 წუთი, თავისი მარინადით, 1 საათის შემდეგ რა..
4) ამასობაში ხახვი და ნიორი, ასევე ყველა ზემოთა სუნელი იმდენივე, მოვშუშოთ ტაფაზე - 10 კკალ
5) 10 გრამ დაბალცხიმიან კარაქში - 40 კკალ
6)დავამატოთ წყალი ( ეგრე 100 მლ)
7) და 100 გრამი ტომატი - 16 კკალ
ვათუხთუხოთ 5-10 წუთი და ჩავამატოთ გრილიდან გამოღებული ქათამი, კიდე ვათუხთუხოთ 20 წუთი დაბალ ცეცხლზე და სულ ბოლოს დავამატოთ 1 პაჩკა არაჟანი 125 გრამი - 140 კკალ (ეს შეგიძლიათ აღარც გაუკეთოთ, თუ კალორიები არ გყოფნით

), მე გავუკეთე..
ვსო სულ ეგაა, 30 წუთის პესნიაა და უგემრიელესი

ესე იგი 2 პორცია გამოდის 584 კკალ.. ნახევარი კი 292 კკალ

ამას მოუხარშეთ 80 გრამი ბრინჯი (უკვე მოხარშული 230 გრამია, ავწონე) = 280 კკალ
სულ - 572 კკალ
საკაიფო პორციაა და საკაიფოდ გემრიელი.. გაამოთ


ტაფაში თუხთუხებს საყვარლად


გფლუდავ დოლორეს
<<დოლორეს>>[B][/B]