დღეს დავაყენე საშველი როგორც იქნა და დავიწყე სიარული აუზზე...
პატარა აუზი კი არის - 17 მ - მაგრამ მაგრად ვისიამოვნე...
რო მოვედი სახლში მკვდარივით ჩამეძინა და ეხლა გავიღვიძე...
მაგარია ცურვა...
მაგრამ ტრენაჟორების დარბაზია ძალიან პატარა და ცოტა ტრენაჟორი აქვთ...
(მეწყინა მეთქი ვერ ვიტყვი იმიტომ, რომ ივლისიდან გავაგრძელებ ისევ პრაიმ-ფიტნესში)თუმცა საუნებია მაგარი...
ორივე საუნაში პიტნის თუ ევკალიპტის არომატებია და მაგარია ძაან...
პლუს ჯაკუზი - ბოლოს, დაღლილზე წყლის მასაჟი მაგარია ძაან...
ივლისის გრაფიკიც შევადგინე:
ორშაბათ-ოთხშაბათი - ფიტნესი - პრაიმ ფიტნესი
სამშაბათი-პარასკევი - ფეხბურთი -ირაოზე
ხუთშაბათი-შაბათი - ცურვა - სი საიდი
კვირა - ღია საცურაო აუზზე მელანინის გავარჯიშება
ანუ ყველა დღე შევსებულია და ამ შვიდი დღიდან 5 დღე მაინც ისეთი რომ იყოს, ალკოჰოლის მიღებით არ დამთავრდეს, აგვისტოს კარგ ფორმაში შევხვდები
Mens sana in corpore sano...