დავიწყე

როგორ დავიწყე ვარჯიში
საერთოდ ბავშვობიდან აქტიური სპორტული ცხოვრებით ვცხოვრობდი, მაგრამ მაშინ გათვითცნობიერებული არ მქონდა რატომ ვვარჯიშობდი...
მეორე კლასიდან სტუდენტობამდე ფეხბურთზე დავდიოდი და ძალაუნებურად მიწევდა ვარჯიში, რომელიც ძალიან არ მიყვარდა...
სულ მეზარებოდა ხოლმე...
პლუს მაგას თავისუფალი დრო როგორც კი გამომიჩნდებოდა, ეზოში ფეხბურთის თამაშის მეტს არაფერს ვაკეთებდი...
სტუდენტი რომ გავხდი, დავანებე ფეხბურთს თავი, რადგან კოჭებშივე მეტყობოდა რომ ჩემგან დიდი ფეხბურთელი არ დადგებოდა...
საუკეთესო შემთხვევაში რომელიმე ქვედა დივიზიონის გუნდში მოვხვედრილიყავი... ისიც ნაცნობობით ((-:
ფეხბურთისთვის თავის დანებება სტუდენტად გახდომას, ახალი სანაცნობო წრის გაჩენას დაემთხვა... პლუს მაგას იმ ასაკში დაიწყო მთელმა სამეგობრომ გაუთავებელი ღრეობები... და მეც, როგორც სტუდენტთა უმრავლესობა აქტიურად გადავედი ქართულ ქეიფებზე... ხან თბილისის რსტორნებში... ხან ჯგუფელები და კუსრელები გვპატიჟებდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებში...
მერე მუშაობაც დავიწყე მესამე კურსზე და ჩემი სპორტული ცხოვრება კვირაში ერთხელ ფეხბურთის თამაშით თუ შემოიფარგლებოდა...
მართალია ფიზიკურად მაინც მხნედ ვგრძნობდი თავს, არც სირბილის დროს მივარდებოდა გული, არც ცურვისას, წლების მანძილზე ვარჯიშს თავისი კვალი არ წაეშალა ჯერ, მაგრამ ტოტალურ უმოძრაობას და ჭამა-სმას ლოგიკური შედეგი მოყვა და ცოტა არ იყოს მოვპუტკუნდი - რაც ძირითადად ჩვენი, ქართველი მამაკაცების სუსტ წერტილზე- ღიპზე აისახა ((-:
არადა მთელი ბავშვობა გამხდარ ბავშვად ვითვლებოდი და სულ საჭმლით დამდევდნენ ცოტა რო მოვფერიანებულიყავი...
თუმცა არანაირ დიკომფორტს არ ვგრძნობდი მომატებული წონის გამო და ვთვლიდი რომ ნორმალური იყო ცოტაოდენი ღიპის არსებობა ქართველ მამაკაცზე...
შიგადაშიგ მაინც ვიწყებდი ხოლმე ვარჯიშს... თბილისის ზღვასთან ახლოს ვცხოვრობ და რომელიმე მეგობართან ერთად ვიწყებდი ხოლმე ზღვაზე სირბილს, რაც მაქსიმუმ ერთი-ორ კვირას გასტანდა ხოლმე... მერე კი მბეზრდებოდა და ვანებებდი...
რასაც ქვია ვარჯიშის დაწყებაში გარდამტეხი ორი წლის წინანდელი ფაქტი აღმოჩნდა...
საკმაოდ მძიმე ავარიაში მოვყევი....
ჯერ საავადმყოფოში ვიწექი, მერე სახლში.... და რო ავდექი ძაან დასუსტებული ვიყავი...
100 მეტრის გავლისას ვიღლებოდი, თავბრუსხვევა მქონდა... საღამოს ათ საათზე ვიძინებდი...
პლუს ამას წამლებით და ვიტამინებით გაჭყეპვამ საგრძნობლად გამასუქა - 20 კილოგრამი მოვიმატე...
და უკვე მიტყდებოდა საკუთარ თავს რომ ვუყურებდი... ვიზუალურადაც და ფიზიკურადაც...
ვეღარც ფეხბურთს ვთამაშობდი... ვერც ისეთ ადგილებში მივყვებოდი მეგობრებს, სადაც ფიზიკური გამძლეობა სჭირო იყო...
მოკლედ საკუთარი თავის რწმენა დავკარგე... ორივე სქესის წარმომადგენლებთან...
შვიდი-რვა თვის შემდეგ ცოტა რომ გამოვიხედე თვალებში, ექიმების რეკომენდაციით გადავწყვიტე ფიტნეს-კლუბში დამეწყო სიარული... ცოტა მოვღონიერებულიყავი...
და დაახლოებით 3-4 თვეში უკვე მოვედი ფიზიკურ ფორმაში... სირბილისას აღარ ვიღლებოდი, ადრე აღარ მეძინებოდა...
თან ძალიან მომეწონა ფიტნეს კლუბში ვარჯიში, მობეზრების მომენტი არ მქონდა და გადავწყვიტე არ დამენებებინა ვარჯიშისთვის თავი და ვიზუალურადაც ნორმალურ ფორმაში ჩავმდგარიყავი... თან ზღვის სეზონი მოდიოდა...
თითქმის ყოველდღე ვვარჯიშობდი ტრენაჟორებზე, სარბენ ბილიკზე საკმაოდ დიდ მანძილზე დავრბოდი, პრესებს ვაკეთებდი...
პლუს ამას აღარ ვსვამდი ალკოჰოლურ სასმელებს... კვებაშიც შევზღუდე რაღაც-რაღაცეები...
და დაახლოებით ხუთ თვეში 15 კილო დავიკელი... დავემსგავსე ნორმალურ ადამიანს...
საკუთარი თავის რწმენა ისევ გამიჩნდა...
შემდეგ ზღვა... ისევ გაუთავაბელი ჭამა-სმები...
მერე შემოდგომა - რთველი...
ახალი წლის დღეები...
(ანუ საწყისი ეტაპის გარდა, ვარჯიშთან ერთად სიამოვნებას რაც მანიჭებდა, იმაზე უარი არ მითქვამს)
მაგრამ პარალელურად სისტემატურად ვარჯიში....
უკვე ვარჯიშის მოთხოვნილება გამიჩნდა... ისე როგორც სხვადასხვა ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები გააჩნია ადამიანს...
ოღონდ უფრო ფსიქოლოგიური, ვიდრე ფიზიკური... მაგალითად სიგარეტის მოწევის ჩვევას შევადარებდი...
შალიფად ჩაცმულს ((-: სიარული აღარ მიტყდებოდა, მიუხედევად იმისა რომ აპოლონად ქცევამდე ჯერ ბევრი მიკლია ((-: ...
ფიზიკურადაც იმაზე მაგარ ფორმაში ჩავდექი, ვიდრე ოდესმე ვყოფილვარ...
და ამ ყველაფერს ვუმატებ და ვუმატებ...
და ერთხელაც არ მომსვლია თავში აზრად, მოდი შევისვენებ, ცოტა ხნით დავანებებ თავს ვარჯიშს მეთქი...
ყოველთვის მეხალისება სავარჯიშოდ თუ საცურაოდ წასვლა...
დაზარების მომენტი ერთხელაც არ მქონია...
პლუს მაგას საკუთარი შედეგებით შეგულიანებულმა ექსტრემალური სპორტის რამოდენიმე სახეობასაც გავუგე გემო... რაც ადრე აზრადაც არ მომივიდოდა თავში... და ძალიან მაგარ სიამოვნებას ვიღებ მაგით... შიშის მომენტიც არ მაქვს, რადგან საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობების იმედი მაქვს...
შეიძლება იმაზე მეტი წარმოდგენაც მაქვს საკუთარ ფიზიკურ შესაძლებლობებზე, რაც რეალურად არის და შეიძლება კისერიც წავიმტვრიო ((-: მაგრამ მაინც ეგ ჯობია არასრულფასოვნების გრძნობით შეპყრობილად ყოფნას...
ვაა, რამდენი მიწერია

შენ, როგორც ჟურნალისტმა ცოტა კორექტირება გაუკეთე

ეგრევე არ გადააკოპირო

ან გრამატიკული შეცდომები მექნება...
ან ერთიდაიგივე რამე მექნება გამეორებული...
მოკლედ ეგ არ შეგეშლება
This post has been edited by Frankens†ein on 4 Jul 2011, 17:25