
ისე ფიტნესი მეც მომბეზრდა...
ვეღარ ვუდებ ვარჯიშს გულს...
5-10 წუთი წავირბენ...
20 პრესს გავაკეთებ..
1-2 ტრენაჯორზე ან შტანგაზე მივალ...
5-10 წუთი საუნა...
და მოვდივარ...
ეხლა აუზზე სიარულის დაწყებას ვაპირებ თვის ბოლოდან...
ცურვა რო არ მომბეზრდება ეგ 100% ვიცი...
კვირაში ორი-სამჯერ...
მაგრამ აუცილებლად ფიტნესის პარალელურად...
კვირაში 2 დღე ფიტნესზე ვივლი...
გამოვიდა ამინდები და კვირაში 2 დღე თანამშრომლებმა ავიღეთ სტადიონი "ირაოზე" ფეხბურთის სათამაშოდ...
მოკლედ გადატვირთული გრაფიკი მეწყება...
სპორტთან ერთად...
ერთი ის მაქვს საფიქრალი სწავლა როგორ შევუთავსო...
სემინარები დაზღვევაში კვალიფიკაციის ასამაღლებლად მორჩება თვენახევარში...
მაგრამ ინგლისური დაიწყება მერე კვირაში სამი დღე

პლუს მაგას ახალ სფეროშიც ვაპირებ ძალების მოსინჯვას, სამსახურში პოზიციის გასაუმჯობესებლად...
პლუს მაგას პირადი ცხოვრებისთვისაც ხო მინდა დრო...
მოკლედ დატვირთული გრაფიკით ცხოვრების წესთან ვაპირებ შერკინებას...
დილას სირბილი-სამსახური-ცურვა/ფიტნესი-სწავლა-გართობა...
და მიხარია

ერთი ისაა რომ ღამის საათებში ნოყიერი საკვების და/ან ალკოჰოლური სასმელების "გადაგდებამ" ჩაილურის წყალი დალია

საღამოს 10 საათამდე ვერ მოვიცლი პირადი ცხოვრებისთვის მარტო... რასაც ალკოჰოლი თუ წახემსება ბუნებრივია თან სდევს
This post has been edited by Frankens†ein on 17 Mar 2011, 15:21