2 დღეში -2.500 კგ

დღეს მაწვნის დღე.
ისე გადავეჩვიე ჭამას შიმშილის გრძნობა გამიქრა.ნაწილობრივ უგულავას დიეტის დამსახურება,ნაწილობრივ ზედიზედ ორი განტვირთვის დღის,რომელიც მხოლოდ მინერალურით და მწვანე ჩაით ჩავატარე

მოკლედ მძიმე დღეები უკან მოვიტოვე და გადავდივარ 4 სასიამოვნო დღეზე ხვალიდან

ეს 10 დღიანი დიეტა,რომელიც შემომთავაზეს და ამჯერად ვიმყოფები,მპირდება 5-6 კგ-ს მოშორებას 10 დღეში.დღეს მე-3 დღე არის და ამ დილის მონაცემით -2.500.
მინდა ვტქვა რომ არ მიჭირს.მინერალურის დღეებში გამიჭირდა მაგრად მარა გავუძელი

ესეც პატაკი

დავწერ აქ,იქნებ ვინმეს მოუნდეს.
ამ გოგონამ,რომელმაც ეს დიეტა მასწავლა,2 თვეში დაიკლო 16 კგ.
1 დღე - 1ლ.მინერალური წყალი
2 დღე - 1ლ.დაბალცხიმიანი რძე.
3 დღე - ნახ.ლ.მაწონი.
4 დღე - 200 გრ.მოხარშული თევზი და 800 გრამი ხილი(ბანანის გარდა).
5 დღე - 200 გრ.უცხიმო ხაჭო ან უცხიმო ყველი,800 გრ.ხილი.
6 დღე - 200 გრ.მოხარშული ხორცი,800 გრამი ხილი.
7 დღე - 200 გრ.უცხიმო ყველი,800 გრ.ხილი
8 დღე- 1 ლ.მაწონი
9 დღე - 1ლ.დაბალპროცენტინი ცხიმიანობის რძე.
10 დღე - 1ლ.მინერალური.
დღეში 2-3 ჭ.მწვანე ჩაი.
ერთი კურსის მერე აუცილებელია ერთ კვირიანი შესვენება.თუმცა შესვენების პერიოდში ცომეული,ტკბილეული და ბევრ ცხიმიანი უნდა აღიკვეთოს,რათა ორგანიზმმა სწრაფად არ აღიდგინოს დაკლებული კილოგრამები.ამავე დროს სხვა რაც გვინდა შეგვიძლია მივიღოთ.
პ.ს. ხილის დღეებში გადავწყვიტე ციტრუსები ვჭამო ძირითადად.სადილზე გავაკეთო ხილის სალათი ციტრუსებისგან,რომელშიც აუცილებლად იქნება გრეიფრუიტიც

საუზმე და ვახშამიც იქნება ხილი.800 გრამს სამად გავყოფ და გადავანაწილებ

ფორთოხლის სალათი,მშვენიერია ისედაც გარნირად
This post has been edited by დოლორეს on 25 Mar 2011, 16:50