ე.ი. გადავიკითხე 20 გვერდი და გადმოვაფრქვევ მეც ჩემსას
2 დღის წინ გავიკეთე მედიში ფეხები. მითხრა ხვალიდან "მაჩალკით" იხეხე ხოლმეო, 2-3 კვირის მანძილზე ამოვა ის გატრუსული თმაო და მერე 2 კვირაში უკვე ახალიო. ჰმ , რა ვიცი ამდენი ხანი თუ გამიძლებს მართლა, საკმაოდ "ტყე" მდგომარეობა მქონდა (1728 იმპულსი ეწერა ქვითარზე). მაღალი სიხშირით (სიმძლავრით) გამიკეთა და დღესაც მტკივა კანი, დამეწვა რა სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ

ბავშვისთვის მქონდა უზნაძე-მჭედლიშვილის მალამო და ის წავისვი, აბა რა მექნა. გახეხვით ჯერ არ გამიხეხია. ამის გამო ვფიქრობდი რომ ბარძაყებზე რომ მივალ რამდენიმე დღეში უფრო დაბალით გავაკეთებინოთქო. მგრძნობიარე კანი მაქვს მასეთ საკითხებში

აქ კიდევ რეები წავიკითხე, გადატარება-გადმოტარებებიო და გული მისკდება. ძლივს დავადგი საშველი და გავიკეთე ესოდენ ნაოცნებარი ( თანხის გამო) ეპილაცია ფეხებზე და თუ არ დამცვივდა რაღა გამოდის?
თან მანამდე პატარა მოკვლევასავით ჩავატარე კლინიკებში ფასებზე.
წინა კვირაში დავრეკე მედიში და ფეხების გასუფთავება მთლიანად მაქსიმუმ რა ჯდებათქო. წვივები 80 ლარი , ბარძაყი - 120 ლარიო. გამოვიდა 200 ლარი. თან ვკითხე სააღდგომოდ რამე ფასდაკლებას ხომ არ აპირებთთქო და არაო.
მისვლის დღეს ჩასაწერად დავრეკე და მაინც კიდევ ვიკითხე ფასი. გოგო მეუბნება მთლიანად ფეხებზე მაქსიმუმ 150 ლარიო (?! )
მივედი გავიკეთე მხოლოდ წვივები და გადამახდევინეს 96 ლარი (?!)
მანამდე ვიკეთებდი ხოლმე ლაზერულს (ესთეტიკში და ბოლოს მედიში) ოღონდ სახეზე და ნუ ვიტანდი რაა, ალაგ-ალაგ მტკიოდა ხოლმე. და შედეგიც მაქვს, ტუჩზე სულ ოდნავღა მაქვს, არადა ნაწვალები მქონდა პინცეტით და ცვილით.
ნემსით ეპილაცია მეც მზარავს, ეგაც გაკეთებული მაქვს და თანაც ერთ-ერთ საუკეთესოსთან, მაგრამ იმანაც მაღალი სიმძლავრით გამიკეთა და რამდენიმე წელი მქონდა კანი გამკვრივებული და მტკიოდა.
ელოს სისტემაზე რომ გავიგე დავურეკე და ფეხების გასუფთავება 390 ლარი მითხრეს და თუ მარტშივე მოასწრებთ ჩაწერასო , 29 მარტი იყო მაშინ მგონი

მესამე პროცედურა უფასო იქნებაო. და 4-ზე მეტი არ დაგჭირდებათო. მეძვირა

ნუ ერთ 400 -სს გადავიხდიდი და ყოველთვიურად 400-ს ამ ეტაპზე ვერ გავწვდებოდი. ისე გამომივა ალბათ ძუნწი ორმაგად იხდისო ?

ესთეტიკმა საერთოდ მგონი ელოსზე ძვირი ფასები მითხრა, თან ადრე მანდ უფრო იაფი ღირდა ხოლმე იმპულსი, თუმცა იმაზე ძვირს მახდევინებდნენ, ვიდრე უფრო ძვირიან მედიში მიჯდებოდა.
საქმე იმაში გახლავთ, რომ ექიმები ხელფასს იღებენ იმპულსების მიხედვით, ამიტომ როცა თვალები იმ საშინელი "სათვალით" გაქვს ახვეული ვერ გაიგებ რამდენ ზედმეტ იმპულსს დაგარტყამენ და მედიში 50 ლარი როცა მიჯდებოდა , იგივე ზონაში ესთეტიკში 70 -ი გადამახდევინეს. ასე რომ იმ 70 -ის მერე აღარ მივსულვარ მანდ.
თქვენი პოსტებიდან კიდევ 1 კითხვა მიჩნდება, თუ ოქსფორდ მედიქალში და სტუდია ლინიში ( თქვით მეორე მგონი) ელოს სისტემის აპარატი აქვთ ორივეს რატომ ჭირდება ოქსფორდისას 4 პროცედურა მაქსიმუმ და ლინიში 5-8 დაწერა მ გონი გოგომ ზემოთ ???
ეჰჰ