მოვედიიიიიიიიიიიი

ესეიგი დამიჯდა 140 ლარი, რასაც არ მოველოდი(ბიკინზე შემცირებული მაქ და მკითხეს კიეც ყველაა ამოსულიო? ) მაგრამ სამაგიეროდ იღლიები უფასოდ გამიკეთეს და რას დავეძებ იმ 20 ლარს
რაც შეეხება პროცესს... რო შევედი დამსვეს და ყველაფერი დეტალურად ამიხსნეს რა და როგორ , მერე ხელი მოვაწერე და დავიწყეთ!

თავიდან გავოცდი იმიტო რო საერთოდ არ მტკიოდა(გვერდებზე) მერე და მერე ავკრუსუნდი უფრო ფსიქოლოგიურად ვიყავი შიშებში და სიმძლავრეს დაუკლეს მარა მერე თქვა ესე ვერ იღებსო და ისევ აუწია, ქვემოთ ბაგეებზე, ანალიან ყველაფრიანად ისე გამიკეთა ვერაფერი გავიგე... მერე რატომღაც ისევ ზემოთ ამოყვა და მომეჩვენა რო 2ჯერ გადამატარა მარა იღლიები მაჩუქეს
ჰოდა გადავედით იღლიებზე, ბიკინზე უკვე აღარც მეწვოდა, მარა იღლიები ძაან მწარეა... მარა გმირულად ავიტანე ყველაფერი

მითხრეს კიდეც კარგად გაუძელი ამდენი ხანიო
1თვეში თუ არ დამცვივდა ბოლომდე გადატარება უფასოა, იღლიაზე კიდე 2 კვირაში... ბიკინზე 2 თვე არ ამომივა, იღლიებში კიდე თვენახევარი

გამოვედი ბედნიერი და ეგრევე ჩემს ქმარს დავურეკე კარგად გადავიტანე თქო

ეხლა ცოტა დაწითლებული მაქ და მალე ეგეც გამივლის... კიდე რაღაც ფურცელი მომცეს როგორ მოუარო და ა.შ.
უჰ რამდენი ვწერე

ხოდა ნუ სიამოვნებით მივალ მეორედ იმიტო რო ბიკინი უფრო მწარე მეგონა, იღლია უფრო ცუდია თურმე