La Bonnieდიდი სიამოვნებით ჩაგაბარებდი მარა, გაგიკვირდება და არ მძვრება თავი
რამე ახალი ნიღაბი მინდა რააა....ჯერ რო არ გვქონია ისეთი
* * *
ახალმთვარეობის პირველ დღეს თმის შეჭრას ადამიანის სიცოცხლის შემოკლება შეუძლია.
მეორე დღე – თმის შეჭრა თქვენთვის სიძნელეების მომტანი იქნება, არ არის გამორიცხული კამათიც.
მესამე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა და ვარცხნილობის შეცვლა კარგია, რადგან სასიკეთოდ აისახება თქვენს ჯანმრთელობაზე და აგიმაღლებთ ტონუსს.
მეოთხე დღე – ვარცხნილობის შეცვლა დისკომფორტს შეგიქმნით.
მეხუთე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა და ახალი ვარცხნილობის გაკეთება თქვენს ფინანსურ მდგომარეობაზე სასიკეთოდ აისახება.
მეექვსე დღე – ამ დღეს არ არის რეკომენდებული თმის შეჭრა.
მეშვიდე დღე – არ გირჩევთ ამ დღეს თმის შეჭრას, რათა თავიდან აიცილოთ კონფლიქტები, დაპირისპირებები, საყვარელ ადამიანთან განშორება.
მერვე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა კარგია, რადგან შრომის უნარი და ენერგია ორმაგდება.
მეცხრე დღე – არ გირჩევთ თმა შეიჭრათ, თუ არ გინდათ გაიუარესოთ ჯანმრთელობა.
მეათე დღე – თამამად შეგიძლიათ, შეიცვალოთ ვარცხნილობა, უყოყმანოდ მიიღოთ სტილისტის შემოთავაზებული ექსპერიმენტი.
მეთერთმეტე დღე – ამ დღეს თუ თმას შეიჭრით, ამით გაიუმჯობესებთ აზროვნებას და ინტუიციაც გაგიმახვილდებათ.
მეთორმეტე დღე – მოსალოდნელია თმის შეჭრას დიდი უსიამოვნებები მოჰყვეს.
მეცამეტე დღე – თუ გინდათ, საკუთარი იმიჯით და თავდაჯერებულობით მოხიბლოთ გარშემო მყოფები, მაშინ სწორედ ამ დღეს დაგეგმეთ ვარცხნილობის შეცვლა.
მეთოთხმეტე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა ფინანსებზე სასიკეთოდ აისახება.
მეთხუთმეტე დღე – სავსემთვარეობის დროს თმის შემოკლებას არ გირჩევთ.
მეთექვსმეტე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა ხელს შეგიშლით წარმატებების მიღწევაში.
მეჩვიდმეტე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა და ვარცხნილობის შეცვლა ნამდვილად შეცვლის თქვენს ცხოვრებას სასიკეთოდ.
მეთვრამეტე დღე – არ ვარგა თმის შეჭრა, რადგან თქვენს ირგვლივ უარყოფითი ენერგია მოიმატებს და ეს უარყოფითად აისახება თქვენს საქმეებზე.
მეცხრამეტე დღე – არ გირჩევთ სტილისტთან ვიზიტსა და ვარცხნილობის შეცვლას.
მეოცე დღე – არ არის სასურველი თმის შეჭრა.
ოცდამეერთე დღე – თუ გსურთ, თქვენი შარმი ერთიორად გაიზარდოს, მაშინ სწორედ ამ დღეს ესტუმრეთ სილამაზის სალონებს.
ოცდამეორე დღე – თუ პრობლემები გაქვთ, ამ დღეს შეჭრილი თმა მას მოგიგვარებთ.
ოცდამესამე დღე – თუ გუნება-განწყობის ამაღლება და საპირისპირო სქესის მოხიბვლა გსურთ, მაშინ თამამად შეიცვალეთ ვარცხნილობა.
ოცდამეოთხე დღე – კატეგორიულად გეკრძალებათ რაიმე ცვლილება თმასთან დაკავშირებით.
ოცდამეხუთე დღე – ეს დღეც ნეგატიურია ვარცხნილობაში რაიმე ცვლილების შესატანად.
ოცდამეექვსე დღე – ამ დღეს კი ძალიან კარგია თმის შეჭრა და ცვლილება საკუთარ გარეგნობაში.
ოცდამეშვიდე დღე – ამ დღეს თმის შეჭრა თქვენს მიმზიდველობას გაზრდის.
ოცდამერვე დღე – თუ საქმეში წინსვლა გინდათ, ამ დღეს ნამდვილად უნდა ესტუმროთ სილამაზის სალონს და შეიცვალოთ ვარცხნილობა.
ოცდამეცხრე დღე – თუ არ გსურთ პრობლემები, მაშინ თმას ნუ შეიჭრით.
ოცდამეათე დღე – არ გირჩევთ ამ დღეს სილამაზის სალონში ვიზიტს.
ასე რომ, გაითვალისწინეთ მთვარის დღეები, ზემოთ მოყვანილი ინფორმაცია, დაუჯერეთ ვარსკვლავებს და აირიდეთ ზედმეტი უსიამოვნებები თავიდან.
წყარო:
http://tbiliselebi.ge/?mas_id=2707&rubr_id=20&jurn_id=7ვეღარ გავიგე რააააააააააააა
This post has been edited by Nanuuu on 28 Apr 2011, 12:08