გუშინ, გავიმეტე ჩემი 2 წლის ნალოლიავები თმა, და .. :/
მთელი ინტერნეტი გადავქექე, უცხოურ ბლოგებზე წავიკითხე რომ თუ გაღიავებამდე თმაზე ქოქოსის ზეთს წაისვამთ, მინ 1 საათით მაინც, არ დაგიზიანდებათ საერთოდო; ავდექი დილით უთენია, ქოქოსი დამცლოდა და ავოკადო დავისხი 2მაგი დოზა; გავიხსენე თინეიჯერობა, წავიკარი USA ბენდენა თავზე და გავვარდი სალონში. სტილისტს ბიჭს კი გაუფართოვდა თვალები, მაგრამ მე ვუმტკიცებდი წავიკითხე და არ უშლის ხელს გაღიავებას-თქო, დამადო ის დარიშხანი, თან 2 მაგი რაოდენობით

თმამ მიიღო ღია ჩალისფერი : / არადა დეინერის ტარგარიანის თეთრ თმებს ველოდი :დ წამისვა ამ ფერზე საღებავები, ისევ არ დავუჯერე და 20 წუთის მაგივრად 1 სთ გავაჩერებინე, ამაზონის რევიუებში ასე წერდნენ-მეთქი;
შედეგის შემდეგ რა უნდა მეთქვა, ჩემი ბრალი იყო :/
ხვალ დავიბან და დიდი იმედი მაქვს რომ 3 კვირაში საკმარისად გამოღიავდება ფერი, მერე ჩამოვირეცხავ, ისევ თავიდან გავიღიავებ, გამოვიწერ ხელახლა საღებავს და მივაღწევ სასურველ ფერს
ჩემი ამდენი ხნის ნალოლიავები თმა, ასეთ ფერს პირდაპირ გაღიავების გარეშეც დავისვამდი 5 ლარიანი რუსული ტონიკით
პ.ს. წინა კარგი ხასხასა ფერი რაც ჩანს, ეგ ის ნაწილია, მარცხენა მხარე რომ სულ გაღიავებული მქონდა, ძირითადად ის ფერი მაქვს რაც შიგნით ჩანს - მუქი

და იისფერიც არ არის ის amethyst-violet რაც მინდოდა

თანაც, მინდოდა იისფერი გარდამავალი ლურჯში, ეს გარდამავლობა რა თქმა უნდა არ მაქვს :@
მხატვარი სტილისტი მინდა : |
very destroied :ცრემლებადდაღვრა:
მიმაგრებული სურათი (გადიდებისთვის დაუწკაპუნეთ სურათზე)
There is no dark side of the moon really. Matter of fact it's all dark.