მოკლედ ადრე დავპოსტე აქ, შავი თმები მაქვს და ოდნავ მომუქო კანი. მეშინოდა თუ მომიხდებოდა. მოკლედ გადავიღებე შოკოლადისფრად და დამაჯდა ოდნავ წითლად. რავიცი მებენბიან გიხდებაო. თითქმის ჩემს ფერს გავს მარტო მზეზე ჩანს ხოლმე ან კარგ განათებაზე რომ მოწითალო ფერია.
მოკლედ ტყუილად მეშინოდა.
ჩემი ბუნებრივი ისე უფრო მიხდება.
მადლობა კიდევ გოგონებო რჩევებისთვის

სალონში შევიღებე იმიტომ რომ ღებვის აზრზე არ ვიყავი კი ამახიეს საკაიფოდ ფული., თან ცოტა შევიჭერი თმები, 30 სანტიმეტრი დავტოვე ლამის და მაინც გრძელი მაქვს

ამიაკიანით გამღებეს მგონი და აქ ვნახე თმის მუსები შესაღები უამიაკო და როგორებია ეგენი იცით?
ძვირი არ ღირს ძაან გძეტა 9 ევრომდე.
gramatikikina
ადრე მახსოვს loreal mythic oil-ზე მომწერ რომ თმებს წელავსო და აფრიკელებისთვის არისო.
რავიცი მე ეგ რომ მითხარი სპეციალურად გავიზომე თმები და არ გამიწელა. სახაზავი დავადე და იგივე სიგრძისაა.
ჩემთვის აქვს დასწორების ეფექტი უბრალოდ და მოცულობაში ამცირებს.
ადრე ვიყენებდი თმის დასასწორებელს ghd რაც ყველაზე მაგარი ფირმაა მაგაში და არ წვავას თმებს იმდენად მაგრამ სულ ბოლოჭამიები მქონდა.
ალხა ვიყენებ მაგას ან გარნიერსაც აქვს სხვადასხვა თმის ზეთები.
თმის გაშრობამდე ჯერ კიდე სველი როცაა მაშინ ვიზილავ ოღონდ თმის ძირებს ვარიდებ, მერე ვიშროებ და იგივე თითქმის როგორც მანამდე თმის გასასწორებელით რომ ვისწორებდი. მე უფრო მოცულობის დასაგდებად ვაკეთებ.
კიდე ერთი კითხვა მაქვს. თმები მცვიოდა და შევიჩერე და ახლა გადაღებვის მერე ისევ დამეწყო. ესპანეთში ვიყავი სალონში და საერთოდ არცერთი ენა არ ესმოდათ ლამის და უამიაკო ვერ გავაგებინე. რა ვუყო ახლა?

ისევ იმ მეთოდებით ვცდილოვ თმის ცვენის შეჩერებას. არ უნდა გამეღება, ჩემმა ბიჭმა დაიჯინა. გავიმელოტებ მე თავს რაა