IuHuUuUმობილურით ხარ?აუ მოვკვდი etam ის თეთრეულის თვალიერებით არადა სამეცადინო მაქ და თმაზეც რამე უნდა წავისვა არ მომიფიქრებია ჯერ ნუშის ზეთს მარტო ტანზე ვხმარობ და ტმაზეც ხოარ მოვსინჯო თუ ისევ ქოქოსი წავისვა ვერ მოვიფიქრე

ნუშის ზეთი
ნუშის ზეთს ორი სახეობის - ტკბილი და მწარე - ნუშისგან ხდიან. ის წარმოადგენს სასიამოვნო გემოს მქონე მოყვითალო ფერის გამჭვირვალე უსუნო სითხეს. მაღალი კონცენტრაციით შეიცავს ფიტოსტეროლს, ამიგდალინს, ტოკოსტეროლს, ტრიოლეინს, ლინოლენის მჟავას გლიცერიდს და სხვა მნიშვნელოვან ნივთიერებებს. ნუშის ზეთი მდიდარია E ვიტამინით, რომელიც აფერხებს უჯრედთა დაბერებას, აცხრობს კანის ანთებით პროცესებს და F ვიტამინით, რომელიც ხელს უწყობს ცხიმოვანი ჯირკვლების ფუნქციის ნორმალიზებას, ხელს უშლის ფორების გაფართოებას, უზრუნველყოფს თმის ზრდას, უნარჩუნებს მას ელასტიკურობასა და ბზინვარებას. ნუშის ზეთი არეგულირებს კანში წყლისა და ლიპიდების ცვლას, ეპიდერმული ბარიერის განვლადობას, ააქტიურებს უჯრედთა რეგენერაციის პროცესს. საუკეთესო საშუალებაა მასაჟისათვის. გამოიყენება როგორც დამოუკიდებლად, ასევე სხვა ზეთებთან კომბინირებულად ცელულიტის სამკურნალოდ. კარგად შეიწოვება კანიდან, აქვს ანთების საწინააღმდეგო, რეგენერაციული და მატონიზებელი მოქმედება, ამშვიდებს, კვებავს და ატენიანებს კანს. რეკომენდებულია მგრძნობიარე და მშრალი კანის გასაწმენდად, ნაწოლების სამკურნალოდ, მშრალი თმის მოსავლელად. მისი რეგულარული შეზელა აუმჯობესებს თმის სტრუქტურას, ასტიმულირებს თმის ზრდას, აჯანსაღებს და ბზინვარებას მატებს მას. ეფექტურია ნაოჭების (განსაკუთრებით - თვალის ირგვლივ არსებულთა) საწინააღმდეგოდ. კარგია თერმული დამწვრობის, კანის მიკროტრავმების სამკურნალოდაც..
თუ ზრდიდა არ ვიცოდიიი წავისმევ ეხლავე
ცხელი ზეთოვანი ნიღაბი
აიღეთ ბამბის ფთილა, დაასველეთ ცხელ წყალში და კარგად გაწურეთ. წაუსვით 20-25 მლ ნუშის ზეთი, დაიფინეთ სახესა და ყელზე. დაიფარეთ ხაოიანი პირსახოცი, გაიჩერეთ 20-30 წუთს. კანის ელასტიკურობისა და დრეკადობის შესანარჩუნებლად ასეთი პროცედურის ჩატარება რეკომენდებულია თვეში 2-3-ჯერ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ინტენსიურად იყენებთ ხელოვნურ კოსმეტიკურ საშუალებებს ან უკვე გადააბიჯეთ 40 წელს.
This post has been edited by sierva maria on 25 Jun 2011, 12:17