თაფლის და ხახვის ნიღაბი:
ამ ნიღაბის მოსამზადებლად აიღეთ 2ს.კ. თაფლი, 1ჩაის კოვზი ჟოჟობას ზეთი, 1ს.კ ბირკავას ზეთი, ერთი თავი ხახვი, 1კვერცხის გული.
წყლის აბაზანაზე მოათავსეთ თაფლი, შეურიეთ ბირკავას და ჟოჟობას ზეთი, შემდეგ გაწურული ხახვის წვენი და კვერცხის გული. ყველაფერი კარგად აურიეთ და წაისვით თავზე დაბანვამდე 1სთ–ით ადრე. კარგად შეიხვიეთ თბილი პირსახოცით და ჩამოიბანეთ შამპუნით. ეს ნიღაბი თმას შესძენს არა მარტო საოცარ ბზინვარებას, არამედ დადებითად მოქმედებს თმის ზრდაზეც.
თაფლის და ბანანის ნიღაბი:
აიღეთ 2 მწიფე ბანანი, გაასუფთავეთ, დაჭერით, მოათავსეთ ბლენდერში, დაამატეთ 2ს.კ. ცაცხვის თაფლი და 1 ჭიქა ნატურალური იოგურტი. შეურიეთ და წაისვით თმაზე 20წთ–ით ადრე დაბანვამდე. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ და გადაივლეთ ბალზამი. წინააღმდეგ შემთხვევაში გაგიჭირდებათ თმის დავარცხნა. ეს ნიღაბი აღადგენს და კვებავს თმას.
ბზინვარე თმისათვის: 1 ს.კ.თაფლს შეურიეთ ერთი ლიმონის წვენი ერთგვაროვანი მასის მიღებამდე. წაისვით მშრალ და უსიცოცხლო თმაზე, 10 წთ. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ძლიერი თმის ცვენის დროს -1 ს.კ.თაფლს დაუმატეთ 1ს.კ.ალოეს წვენი, 1ჩ.კ. ნივრის წვენი, კარგად შეურიეთ, დაუმატეთ კვერცხის გული, წაისვით თავის კანზე, შეიხვიეთ თბილი პირსახოცით და 20წ.თ. შემდეგ კარგად ჩამოიბანეთ.
თაფლის ნიღბები თმისათვის კეთდება კვირაში 1-2ჯერ, 1-1,5თვის განმავლობაში.
* * *
sophia semionovnaააა ანუ გუდვილში მდებარე ბუტიკში,მახსოვს კი შესასვლელში იყო საინფორმაციოს წინ
This post has been edited by sierva maria on 15 Jul 2011, 17:33