ბირკავა ქვია რეპეინიკი რუსულად

მდოგვის ნიღაბი გაიკეთე აქ ყველას გვაქ შედეგი
* * *
Репейное масло - ანუ ბირკავას ზეთი - Burdock oil
ეფექტური, ხელმისაწვდომი და მარტივი საშინაო რეცეპტი თმის, წამწამების, ფრჩხილების და კანის მოსავლელად.
ბრიკავას ზეთის ყიდვა შესაძლებელია აფთიაქებში საკმაოდ დაბალ ფასებში, ის მცენარეული წარმოშობისაა და ბირკავას ყვავილების ზეთს წარმოადგენს შერეულს სხვა ინგრედიენტებთან ერთად (+ვაზელინის ზეთი), რომელსაც გამოიყენებენ შინაურ პირობებზე სხეულის მოსავლელად.
ის შეიცავს ვიტამინებს, მინერალურ მარილებს, პროტეინს, ბუნებრივ ინულინს... გადამუშავებული სახით შეხვდებით გამონაყარის - გაღიზიანებული აკნეს, სახის კანის და თმის მოვლის საშუალებებში, ნაიარევების გასაქრობად, ეგზემის, მასტოპატიის და სხვა დერმატოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ.
ბირკავას ზეთი - სასარგებლოა ფრჩხილების გასამაგრებლად. ზეთი უნდა შეიზილოთ ნუნებში და ფრჩხილის ზედაპირზე დღის განმავლობაში 2-3-ჯერ. მალე შეამჩნევთ, რომ ფრჩხილები გამაგრდება და ზეთი რეგენირებას გაუკეთებს დაზიანებულ მონაკვეთებს, ასევე ფრჩხილები ბუნებრივად გათეთრდება და ბზინვარება მიენიჭება.
ასევე სასარგებლოა წამწამებისთვის! ბამბის ტამპონით შეგიძლიათ დანამოთ წამწამები, გაიჩერეთ მცირე ხნით და ზედმეტი ზეთი მოიშორეთ წყალში დასველებული ბამბის დახმარებით. წამწამები მალე გაიზრდება - დაგრძელდება, გახშირდება, გაძლიერდება და იბზინებს. რეზულტატს 1-2 კვირაში შენიშნავთ.
ტანის კანისთვის, ის თავისუფლად გაუწევს კონკურენციას ტანის დამნამავ სხვა საშუალებებს. შეიზილეთ ზეთი კანში, განსაკუთრებით კი გაუხეშებულ ადგილებში - იდაყვებზე და ფეხის ქუსლებზე. ბირკავას ზეთს იყენებენ სხვა საშუალებებში დანამატის სახით, დანარჩენ ინგრედიენტებად კი პარფიუმს იყენებენ სურნელისთვის, რასაც მხოლოდ კომერციული ხასიათი თუ აქვთ.
გარკვეული ინგრედიენტების შერევით ქალები მკერდსაც ატენიანებდნენ ბირკავას ზეთით, რაც მკერდის ფორმაზე დადებითად მოქმედებდა.
თმისთვის კი ბირკავას ზეთს ყველაზე ხშირად გამოიყენებენ. ეფექტური საშუალებაა თმისთვის ბზინვარების მისანიჭებლად და დაზიანებული, დატეხილი ღეროების აღსადგენად, თმის კანს კი შესანიშნავად კვებავს და ამაგრებს ძირებიდან. გამოიყენება თმის ცვენის, ქერტლის, გაყოფილი ბოლოების და თავის კანის სიმშრალესთან საბრძოლველად. ხელს უწყობს თმის სწრაფად ზრდის.
გამოყენების წესი - თმისთვის
სუფთა თმაზე (სასურველია თბილი წყლით ახალდაბანილ, პირსახოცით შემშრალ თმაზე) შეიზილეთ ზეთი - თმა დაყავით რამოდენიმე პრადად და კარგად გადაანაწილეთ ზეთი თმის მთელ სიგრძეზე და თმის ძირებში, ამისათვის 15-წთ-მდე დრო დაგჭირდებათ. შემდეგ დაიხურეთ თავზე ცელოფნის ქუდი და 1 სთ-ის შემდეგ ჩამოიბანეთ შამპუნის დახმარებით.
კურსი 10-12 პროცედურისგან შედგება, გამოიყენეთ კვირაში 1-2 -ჯერ.
პატარა ხრიკი: თუკი ზეთს კვერცხის გულს შეურევთ თმიდან ზეთის ჩამობანა უფრო გაგიადვილდებათ და მეტად სასარგებლო ნარევიც გამოვა.
სჯობს გამოყენებამდე ზეთი ოდნავ შეათბოთ. ამისათვის შეათბეთ ორთქლზე ან მოათავსეთ ცხელი წყლით სავსე ჯამში დახურული ბოთლით.
შეიზილეთ თავის კანში თითის ბალიშებით და მასაჟის საშუალებით გადაანაწილეთ, ამგვარად მისი ეფექტი უფრო შესამჩნევი იქნება.
თუმცა ზოგიერთი ზეთი წარმოადგენს შემსუბუქებულ ვერსიას და მხოლოდ მშრალ თმაზე შეზელვაც საკმარისია. ყურადღებით დააკვირდით ინსტრუქციას ბოთლზე.