რას შვრებით გოგოებო?
xatatulaდაგვიბრუნდი? როგორ დაისვენე? ეჰ, მეც მინდა ერთკვირიანი დასვენება
არომას ნიღაბი მომწონს, მაგრამ ცოტა მიფუებს თმას, მე კიდევ ძალიან დავარდნილი მომწონს, ვისაც მოცულობის გაზრდა უნდა მგონი მათთვის იქნება უკეთესი

ხო, ეს ერტიას ნიღაბი კიდევ ძალიან ასრიალებს თმას, მაგრამ მეორე დღეს დასაბანის ვიდი აქვს, ძალიან მიცხიმიანებს

შამპუნი გამითავდა და დავის ყიდვას ვაპირებ, რას მირჩევთ? ეს ბალეა დიდად არ მომეწონა, არც ცუდია, არც კარგი რა

აი ასე, ჩემი გამოცდილება გაგიზიარეთ

ხო, კიდევ კარგი ამბავი, გუშინ ჩოლკა შევიჭერი და ვკითხე ბოლოებს დახედე, ძალიან შესაჭრელი მაქვს მეთქი? და შენ ეტყობა ისე ხარ ამ თმების მოვლაში გართული, რომ მოჩვენებები დაგეწყოო

არაფერი შესაჭრელი არ გაქვს, ოდნავ, რამდენიმე ღერზე გაქვს და სიგრძის დამოკლება თუ არ გინდა, არაფერი დაგჭირდება, ისევ გააგრძელე მოვლაო

ხო, ჩემმა სტილისტმა ზეითუნს და კვერცხის გულს ვიკეთებდიო თმის გასაზრდელად და მაგან გამიზარდა კარგადო. მარტო მაგ ნიღაბს ვამზადებდიოოო...