gvancuka445კონსილერის ანუ კორექტორის ტექსტურას გააჩნია, თუ კორექტორი სქელია მაშინ ჯობია პირიქით ტონის ქვეშ წაისვა და ზემოდან წასმული ტონი სისქეს დაფარავს და ერთგვაროვანი გამოჩნდება კანი (ამასთან ერთად არც ის დაგავიწყდეს რომ ბაზა რომელსაც სახეზე ისვამ თვალის ქვეშ არ არის სასურველი რომ გადაიტანო, იმიტომ რომ ძალიან აიჭრება კორექტორი) თუ თხელი კორექტორია და აქცენტს ფერზე აკეთებ (მაგალითად თუ გინდა რომ ოდნავ ღია ფერის კორექტორი გადაიტარო) ჯობია ტონის ზემოდან იმიტომ რომ ქვეშ დაიკარგება და უბრალოდ სქელი ფენა დაგედეა თვალის ქვეშ. (ღაწვების კორექციასაც თუ ცხიმიანი ტექსტურით აკეთებ ესეც იგივე პრინციპით) ზემოდან პუდრი.
ოღონდ, და ამას ყველას გასაგონად ვამბობ, (ვისაც აინტერესებს რა თქმა უნდა) პუდრს სახეზე ვიდებთ და არა ვისვამთ

ანუ არანაირი ქართული ვარიანტი "ავიღეთ დიიიიიდი ფუნჯი, გვარიანად ამოვდუდღნეთ პუდრში ან რუჟში და წავისვით მთელ სახეზე უხეში წრიული მოძრაობით "

ამის მაგივრად ვიღებთ ფუნჯს (ან პუფს) და ვიდებთ ძალიან ცოტა პუდრს სახეზე ნაზად და ძირითადად ტ- ზონაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ რისი დაფარვაც ასე გულით ვცადეთ ისევ ამოყოფს თავს იმიტომ რომ ამ მოძრაობით რაც სახეზე წავისვით საგულდაგულოდ "ვხვეტავთ"

იმედია გაგაგებინე რამე და ბოდიშით დემაგოგია თუ გამომივიდა
* * *
izaარაფერს

გამეხარდება თუ დაგეხმარება ჩემი რჩევა

თუ ძალიან თეთრი ხარ ამ შემთხვევაში ცოტა გაგიჭირდება სმეშბოქთან ურთიერთობა. შენ საქართველოში არ ხარ თუ სწორედ მახსოვს და არსებობს სუუულ თეთრი ტონები რომელიც შეგიძლია იყიდო ღია ფერში გაურიო და ზემოდან ტრანსპარანტი პუდრი გადაისვა (ოღონდ არ გადაამლაშო თორემ "სპიშკით" რომ გადაგიღოს ვინმემ სურათი ნეონივით გაანათებ

) თუ არც ისეთი საგანგაშო კონტრასტი გაქვს უბრალოდ თეთრი ტრანსპარანტი პუდრი გადაისვი და კონტრასტს შეარბილებს და კანსაც გაათბობს, იმიტომ რომ თეთრ ტონთან ურთიერთობა საკმაოდ ძნელია პროფესიონალებისთვისაც კი :|