გეთანხმები
მოკლედ დავწერ ჩემს გეგმებს
ბარემ
მგონი ფართი უკვე ვიპოვე
5000$ მაქვს ბევრი არ მაქვს


შეიძლება სარკისებული მარკეტინგული ხედვა გამომივიდეს თუმცა არ მხიბლევს წითელი ოთხაი
ასევე ზედმეტად კრეატიულად გადაპრანჭული დიზაინი
იქნება თეთრი და ოქროსფერის თანხლება
მოსაცდელი იქნება ცოცხალი ვარდისფერი კრესლოები ოქროსფერი რიკულებით ვნახე უკვე და მოვიხიბლე იმ კრესლოებით
მე თავად მწეველი ვარ და სალონში ერთხელ არ მომაწევინეს და ნუ იმ სალონშI აღარ შევსულვარ
ამიტომ ფართი სადაც შევარჩიე აუცილებლად გამწოვს დავაყენებ თან ძლიერს
(ხშირად სითბო რომ არ გავიდეს იმიტომ არ რთავენ გამწოვს ) ახალი ჰაერის ცირკულაცია თუ არ ხდება შესაბამისად ბუღია უკვე
ასევე იყიდება ნიკოტინის სუნის გამწმენდი აპარატი (მოკლედ ბევრი ვარიანტია იმისთვის რომ ბუღი არ იდგეს და ვეცდები ყველა გამოვიყენო)
პროფესიონალების მოძებნა არ გამიჭირდება დეიდაშვილი მყავს რომელიც საოცრებებს ახდენს და შემიძლია თAმამად ვტქვა რომ მისი იმედი რომ არ მქონდეს არც წამოვიწყებდი
ჰიგიენა ჩემთვის მთავარია (10 ლარი ღირს წესიერი პირსახოცი და ვთვლი რომ სალონში სარეცხი მანქანა და საშრობი მაანქანა არის აუცილებელი და არა ქუჩაში გამოკიდებული რკინის საშრობზე მტვერში გამშრალი ტილოები)
1. აუცილებლად საქორწილო ვარცხნილობისთვის გავაკეთებ ასეთ სერვისს ჩემს სალონში
3 საცდელი ვარცხნილობა (შესაბამისად არ იქნება ეს ვარცხნილობა მდგრადი ანუ ბევრი თმის ლაქი და რაღაცეები არ დაიხარჯება უბრალოდ მე ვისურვებდი რომ ქორწილი ისეთი დღეა რომ შენს ირგვლივ ტრიალებს დედამიწა და უნდა იყო უდაოდ ლამაზი
ანუ 70 ლარი თუ რაც ღირს იმ ფასში მექნება 3 საცდელი ვარცხნილობა
2.ჩაი- ყავა ნამცხვარი და მშვიდი სიტუაცია იქნება ჩვენი შეთავაზება .გავრცობა მეზარება

3.ლაქები მექნება აუცილებლად მაღალი ხარისხის ანუ O.P.I ზე ნაკლებს არ ვიყიდი ლაქს
4.მექნება საშუალო ფასები იმედია მომცემს ამის საშუალებას რომ დავითვლი ხარჯებს
5.მექნება სტუმრის წიგნაკი (მოიყვანე 1 თვეში 5 ახალი მომხმარებელი და მიიღე 1 შენთვის სასურველი პროცედურა )
6.ასევე ჟურნალების ნაცვლად მექნება 2-3 პედი შიგნით ჩატვირთული სასურველი ვარცხნილობებით
7.ფასი მოკლე და გრძელ თმის ვარიანტშიც იქნება ერთი და იგივე
და მთავარი არ დამავიწყდება რომ ვყიდი მომსახურებას ,ხოლო მომსახურებაში და სერვის პლუსში ძალიან კარგი ვარ (თავს ვიქებ

) და ყველაფერს რაც კი არ მომწონს სხვა სალონებში იგივეს არ გავიმეორებ ,ასევე არცერთ მომხმარებელში არ დავინახავ მარტო ფულს
და ვიფიქრებ სალონიდან გასულ მომხმარებელზეც
მოკლედ ისეთი მარტივია ეს ყველაფერი ოღონდ თუ არ დავრწმუნდები რომ ყველაფერი ასე კარგად ჩაივლის არ მივაფუჩეჩებ
სალონი იქნება ნათელი ,ოქროსფერი არაგადაჭრელებული ,სადა და ყვავილებით გაწყობილი
პარასკევს უფრო მეტი მეცოდინება თქვენ კი თუ არ დაგეზარებათ მომაწოდეთ იდეები და ვიმედოვნებ რომ სანახავად რომ მოხვალთ სალონის მომიწონებთ
უფ რამდენი ვწერე
sallli1Alice_L0TUSმადლობა თქვენ