#47129609 · 27 Feb 2016, 18:12 · · პროფილი · პირადი მიმოწერა · ჩატი
sula-sula
თქვენ ეტყობა სალონს ხსნით...
კარგი სალონი ნიშნავს მაგარ სტილისტებს, მაგარი სტილისტობა კი გამოიანგარიშება სალონის ცნობადობას მინუს სტილისტის მიერ ჩაბარებული თანხა. უფრო მარტივად, თუ სალონი " ნაგავია " და ხელოსანი აბარებს დიდ თანხას, ალბათ ხვდებით რისი შედეგია ეს.
| QUOTE | | რა კრიტერიმებს უნდა აკმაყოფილებდეს კარგი სალონი? |
| QUOTE | | რა შემთხვევაში იტყით აუ რა მაგარი სალონიაო? |
ორივე შეკითხვის შემთხვევაში პასუხი შემდეგია: მომსახურე პერსონალი უნდა იყოს პროფესიონალი, ადექვატური, მეგობრული (არაყალბი), მოთხოვნადი , განვითარებაზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი !
ტექნიკური დეტალები ყველასათვის ცნობილია, მეტი კომფორტი და სტანდარტები რაც უფრო მაღალია მით უფრო კარგია ! თუმცა ეს უკანასკნელი ვერ იქნება განარტი სტაბილური ბიზნესისა. თუ სალონს კლიენტი უკან არ უბრუნდება და კლიენტი კლიენტს არ მოგიყვანს ჩათვალეთ, რომ ყველა სხვა ასპექტი არის უშედეგო. ახალ-ახალი კლიენტი სალონს ნელ-ნელა გამოუცლის ძირს.
| QUOTE | | და კიდევ ერთი როგორი მომსახურება უნდა ჰქონდეს სალონს... რა პროცედურები უნდა ტარდებოდეს? |
აქაც მარტივად გვაქვს საქმე, მეტი პროცედურა, მეტი სიკეთეა !
გაამახვილეთ ყურადღება მომსახურე პერსონალზე, მათზეა დამოკიდებული ყ ვ ე ლ ა ფ ე რ ი ! თუ სალონში შევალ და აურა, დაძაბული სიტუაცია, დებილი სტილისტი შემხვდა , მე არასდროს აღარ შევდივარ იქ, სულ რომ ზე-ტექნოლოგიები დააყენონ ! ასეა ყველა! * * * happy dreamer91
| QUOTE | | ვოცნებობ ისეთი სტილისტი ვიპოვო ვისთან დაჯდომა არ შემეშინდება. სულ სხვადასხვა სალონში დავდივარ და ჯერ ვერ მივაგენი ფასდაკლებით ვიყავი ბოლოს ყაზბეგზე D&M ჰქვია მგონი და არ შეჭრილი ვარგა და არც შეღებილი. |
თქვენი მესმის. ზუსტად ამაზე ვსაუბრობდი ზევით, რომ არის კატეგორია კლიენტებისა რომლებიც მუდმივად ახალ-ახალ სალონებში დადიან, სალონის მომსახურება შეიძლება დამაკმაყოფილებელი იყოს, მაგრამ თუ სტილისტი არ მიუდგა კლიენტს როგორც თავისიანს და არ აგრძნობინა სიმპათია და მეგობრობა, წასულია ასეთი კლიენტის საქმე... იგი იტრიალებს მანამ სანამ არ იპოვის ნორმალურს.
|