FAუსტინას დიეტა

გადმოქცემთ მოკლედ რაც დღეს დიეტოლოგმა მითხრა
5 ჯერადი კვებით, ცოტა ცოტა ჭამა და ბევრჯერ უკეთესია. ასე ჟამრთEლობასაც შევინარჩUნებთ და წონასაც დავიკლებთ.
მაგ 8.30 სთ (საათები შემდგომ თქვენ გადაანაწილეთ)
საუზმე:
100 მლ ცხიმგამოცლილი რძე, შეგვიძLია შევურიოთ ყავა, ჩაი, ან მართO რძე მივირთვათ.
საშუალო ზომის რომელიმე ხილი (170-180 გრ) ან ნახევარი ჭიქა ხილის წვენი ნატურალური.
30 გრ. შავი პური, (ინტეგრალი...)
10.30
ალმუერზო (არ ვიცი ქართულად როგორაა, საუზმესა და სადილს შორის წახემსება

)
30 გრ. ინტეგრალი პური
1თხლად ჩAმოჭრილი სერველადი (30 გრ) ან 75 გრ. უცხიმო ყველის ერთI ნაჭერი. შეიძლება მივიღოთ 1 პატარა თევზის ქილა , მომზადებული უნდა იყოს ზეთIს გარეშე.
100 მლ. უცხიმო რძე+ ყავა .... ან 1 იუგურტი.
სადილი:A
ამ მენიუს გავაკეთებთ კვირაშI 3 ჯერ.
შეგვიძლია გამოვიყენოთ 2 ს. ზეთI (20 მლ)
1. 1 პატარა თეფშI ბოსტნეულის სალათა (150 გრ ) მოხარშულ კართOფილთან (300გრ)ერთად.
2. მოხარშული ხორცი ან თევზი, 30 გრ. ინტეგრალი პური
3. 1 საშUალო ზომის რომელიმე ხილი.
სადილი :B
ამ მენიუს გადავანაწილებთ 2 ჯერ კვირაშI
შეგვიძლია გამოვიყენოთ 2 ს. ზეთI (20 მლ)
1. სალათIს ფურცლების სალათა. (150 გ)
2. 1 თეფში ბრინჯი ან პასტა. ბრინჯი: 4 სუფრის კოვზი (80 გ) მაკარონი: 8 სუპრის კოვზი: სპაკეტი: 1 პატარა მუჭა. (80 გ)
შეგვიძლია დავამატოთ უცხიმო რომელიმე სერველადი.
ამ დღეს პური არ შეიძLება
3. 1 საშ. ზომი სხილი (170-180)
მენიუ C :
ამ მენიუს გამოვიყენებთ 2 ჯერ კვირაშI.
1 კოვზი ზეთი ამ სადილზე (10 მლ)
1. 1 თეფშI (90 გრ) გაროხი, ლობიო, ლენტეხა ან რომელიმე მარცვლოვანით მომზადებული კერძI.
2. თევზი ბოსთნეულის გარნირით. 30 გრ ინტეგრალი პური.
3. საშ. ზომის ხილი
სამხარი:
30 გრ. ინტეგრალი პური
1თხლად ჩAმოჭრილი სერველადი ან უცხიმო ძეხვი (30 გრ) ან 75 გრ. უცხიმო ყველის ერთI ნაჭერი. შეიძლება მივიღოთ 1 პატარა თევზის ქილა , მომზადებული უნდა იყოს ზეთIს გარეშე.
100 მლ. უცხიმო რძე+ ყავა .... ან 1 იუგურტი.
ვახშამი
მენიუ A :
შეგვიძLია გამოვიყენოთ 1 საუფრის კოვზი ზეთI (10 გრ )
1. მოხარშული ბოსტნეული ან სალათა. (150 გრ)
2. თევზი ბოსთნეულის ან სალათIს გარნირით.
3. 1 უცხიმო იოგურთი.
მენიუ B:
1 კოვზი ზეთI (10 მლ)
1. მოხარშული ბოსტნეული ან სალათა. (150 გრ)
2. მოხარშული ხორცი ან თევზი, 15გრ. ინტეგრალი პური
3.100 მლ. უცხიმო რძე+ ყავა , ჩაი...., ან 1 უცხიმო იოგურტი. (125 გრ)
მენიუ C:
2 სკ ზეთI (20 გრ)
1. მოხარშული ბოსტნეული ან სალათა. (300 გრ)
2: 2 მოხარშული კვერცხი ან შემწვარი, ათქვეფილი ... 15 გრ ინტეგრალი პური
3: 100 მლ. უცხიმო რძე+ ყავა , ჩაი...., ან 1 უცხიმო იოგურტი. (125 გრ)
ამ დიეტის განმავლობაშI 2 ლიტრამდე მაინც უნდა მივიღოთ წყალი.
შEვზღუდოთ გამაგრილებელი გაზიანი სასმელების მიღება და ალკოჰილი.
არრ უნდა მივიღოტ ცომეული, შაქარი, შეგვიძლია საკარინი გამოვიყენოთ უკიდურეს შემთხვევაშI

ხორცი მივირთვათ უცხიმოთ, იკანოთ, უძვლოდ
მოვერიდოს ცხიმიან რძIს პროდუქტებს .
რეკომენდირებულია ამ დიეტაშI გამოვიყენოთ თევზი მეთად, ვიდრე ხორცი.
უმჯობესია თU ზეითუნის ზეთს გამოვიყენებთ.
გასაგემრიელებლად კი შეგვიძLია გამოვიყენოთ : პილპილი, მოსტასო, ნიური, ლიმონი, დარიჩინი, ძმარი, ზაფრანა, პეტრუშკა, ორეგანო, კამა.....
შევიკავოთ თავი სიგარეტისაგან და 40 წთ ფეხით სიარული .
ხო და კიდვე, სასტიკად ამიკრძალა სასწორზე აწონვა 2 კვირის განმავლობაშI, ანუ იკამდე სანამ მივალ კონსულტაციაზე.
ისიც მითხრა რომ ამ სუპის დიეტით (კონკრეტულად რაც მე გავაკეთე წინა დღეებშI ) მხოლოდ სხეული კარგავს სითხეს , რომელსაც მალევე ინაზღაურებს . ჩვენ რაც გავინთერესებს არის ცხიმმა რომ დაიკლოსო, ამიტომ ვიკვებებით ისე რომ ჩვენს ორგანიზმს ზიანი არ მივაყენოთ, შეიძLება ყველაფერი ამ მენიუდან არ შევჭამოთ, მაგრამ ცოატა ცოტა ყველაფერიოო, რომ ორგანიზმა მიიღოს ყველა ის საჭირო ვიტამინი და მერე რაიმე პრობლემები არ გვქონდესო.
ამ დიეტით ვიკლებთ დაგროვებულ ცხიმს. ცხიმი კი ცონით ნაკლებს იწონის, ამითომ თU ჩვენ შუა დიეტაშI ავიწონებით, ვერ შევამჩნევთ წონის დიდ სხვაობას, სამაგიეროD შევნიშნავთ ჩვენს სხეულს მოცულობაში შემციერებას. სხვა დიეტებით ვკარგავთ სითხეს, სითხე კი მძიმეა ცხიმზე, ამითომ არის რომ იმ სუპის ნაირი დიეტებით ვიტომ მალე ვხდებით: ვკარგავთ სითხეს და ცხიმი ისევ რჩება თავის ადგილას...
რავიცი გოგოებოო, დაახლოებით ეს არის რაც მითხრა დღEს დიეტოლოგმა...
ხვალიდან ვიწყებ... ალბათ იმ ალმუერსოს ან საუზმეს , ერთ ერთ ამოვიღებ, (თუ ძALიან არ მეშIება

) და ერთ ერთს გავაკეთებ საუზმედ
ისეთI მენიუა რომ არ მოგვწუინდება, შეგვიძლია ვცვალოდ ხშIრ ხშIრად )
თუ თქვენც აირჩევთ ამას, მაინტერესებს თქვენი აზრი
წარმატებები ყველას :*
* * *
***************************************************************************************************************************************************
***************************************************************************************************************************************************
აი კიდევ, განთვირთის დღეები, გადახედეთ , დავაკოპირე
როგორ შევარჩიოთ რაციონი, ჭარბი წონის მოსაშორებლად...
ამბობენ, რომ თუ მოინდომებ, ჭარბი წონის მოშორება რამდენიმე დღეშიც შეიძლება. მთავარია, სწორად შეარჩიო რაციონი. მაგალითად, თუ 1 დღე მხოლოდ ვაშლს მიიღებთ, 1 დღე - თევზსა და ბოსტნეულს, 1 დღე - ბრინჯს, 1 დღე - წიწიბურას, რამდენიმე კილოგრამს დაიკლებთ.
ერთი დღე მხოლოდ ვაშლის, თევზის ან ბრინჯის მიღება თითქოს ადვილზე ადვილია, მაგრამ ასეც არ არის - მოუმზადებელ ადამიანს გაუჭირდება, ნოყიერ სადილსა თუ ვახშამზე არ იფიქროს.
განტვირთვა ტანჯვად რომ არ გექცეთ, გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა. თავდაპირველად განსაზღვრეთ, როგორ განტვირთვის დღეს აირჩევთ: მონოს, როცა მიირთმევენ ერთ პროდუქტს, მაგალითად, მხოლოდ წიწიბურას, თუ მიქსს, როცა ორი პროდუქტის, მაგალითად, მაწვნისა და ვაშლის, შერწყმა ხდება. აირჩიეთ პროდუქტი, რომელიც ყველაზე მეტად მოგწონთ.
ვაშლის დღე - აქვეითებს ქოლესტერინის დონეს
პირველი ვარიანტი: დაგჭირდებათ 1,5კგ ვაშლი. მოშუშეთ და გაყავით 5-6 ულუფად. მეორე ვარიანტი: აიღეთ 1,5-2კგ მომჟავო-მოტკბო ვაშლი, გაყავით 8 ულუფად და გაუფცქვნელად მიირთვით. გარდა ამისა, დალიეთ დღის განმავლობაში 4 ჭიქა ახალგამოწურული ვაშლის წვენი. მესამე ვარიანტი: თუ მთელი დღე მხოლოდ ვაშლის ჭამა გიჭირთ და შიმშილი გაწუხებთ, ვაშლისა და ხაჭოს დღე მოიწყვეთ. ამისთვის საჭიროა 750გ ვაშლი და 150გ უცხიმო ხაჭო. გაყავით ვაშლი და ხაჭო სამ ულუფად და მორიგეობით მიირთვით. სულ 6 ჭამა გამოგივათ. პლუსები: ვაშლი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას და წმენდს ორგანიზმს. მოშუშული ვაშლი პექტინის წყაროა. მინუსები: კუჭის მომატებული მჟავიანობის შემთხვევაში, განსაკუთრებით - თუ ვაშლი თავადაც მჟავეა, შესაძლოა გულძმარვა გამოწვიოს. ამ შემთხვევაში ვაშლით განტვირთვის დღის მოწყობა უკუნაჩვენებია.
თევზისა და ბოსტნეულის დღე - გავსებთ ენერგიითა და სიმსუბუქის შეგრძნებით
პირველი ვარიანტი: უმარილოდ მოხარშეთ 400 გ თევზი, გაყავით 4 ულუფად. აიღეთ 4 ძირი ნიახური და 4 კიტრი და ასევე 4 ულუფად გაყავით. თევზი და ბოსტნეული მიირთვით მონაცვლეობით. სულ 8 ტრაპეზი გამოგივათ. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში უნდა დალიოთ არანაკლებ 1,5ლ წყალი. მეორე ვარიანტი: აიღეთ 400გ თევზის ფილე, დაჭერით, მოხარშეთ უმარილოდ და მოათავსეთ თეფშზე. 2 საშუალო ზომის სტაფილო გახეხეთ, დაჭერით 2 პომიდორი, ეს ყველაფერი დაამატეთ თევზს. შეაზავეთ მწვანილით. სალათა გაყავით 4 ულუფად და ოთხ ჯერზე მიირთვით. დღის განმავლობაში დალიეთ 1,5-2 ლ წყალი. პლუსები: თევზი დაბალკალორიული საკვებია. ცხიმიანი თევზიც კი, თუ გრილზე მოვამზადებთ, მხოლოდ 250კკალ-ს შეიცავს (100გ-ზე). ამასთანავე, ის ორგანიზმს ვიტამინებითა და საკვები ნივთიერებებით უზრუნველყოფს. მინუსები: თევზი ალერგიული პროდუქტია, ამიტომ ალერგიულმა ადამიანმა ის ფრთხილად უნდა მოიხმაროს.
ბრინჯის დღე წმენდს ორგანიზმს
პირველი ვარიანტი: 1 ჭიქა ბრინჯს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და ხარშეთ ერთი წუთი. შემდეგ წყალი გადაღვარეთ და ბრინჯი 2 ჭიქა წყალთან ერთად ხარშეთ მომზადებამდე. გაყავით 3 ულუფად. მეორე ვარიანტი: საღამოს 250გ ბრინჯი ცივ წყალში დაალბეთ, დილით გარეცხეთ, დაასხით მდუღარე წყალი და 15 წუთი ადუღეთ. გაყავით 6 ულუფად. მიირთვით სიამოვნებით, აუჩქარებლად. შეეცადეთ, დღის განმავლობაში დალიოთ 1,5 ლ წყალი და 1 ლ ასკილის ნაყენი. შეგიძლიათ, მიირთვათ 3 ჩაის კოვზი თაფლიც, ოღონდ ნელა, წუწვნით, სიამოვნების გახანგრძლივებით. ბრინჯსა და თაფლს ერთმანეთში ნუ აურევთ! პლუსები: ბრინჯს ორგანიზმიდან გამოაქვს ზედმეტი წყალი, წმენდს ლიმფურ სისტემას, გამოდევნის წიდასა და ტოქსინებს. ბრინჯით განტვირთვის დღის შემდეგ მცირდება შეშუპება, უმჯობესდება სახის ფერი. მინუსი: ასეთ მენიუს ნაკლი პრაქტიკულად არ გააჩნია. არასასურველია მხოლოდ მაშინ, თუ ყაბზობა გაწუხებთ. ამ შემთხვევაში შეგიძლიათ განსატვირთვად წიწიბურა გამოიყენოთ.
წიწიბურას დღე - აუმჯობესებს საჭმლის მონელებას
პირველი ვარიანტი: 250გ წიწიბურა კარგად გარეცხეთ, დაასხით 2 ჭიქა წყალი, წამოადუღეთ და ძალიან ნელ ცეცხლზე თავდახურული 5-10 წუთი დატოვეთ. მოხარშული წიწიბურა გაყავით 5 ულუფად. დღის განმავლობაში დალიეთ 1,5 ლ უგაზო მინერალური წყალი. მეორე ვარიანტი: საღმოს 1 ჭიქა წიწიბურას დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი და თბილად შეფუთეთ. დილით მზად იქნება უგემრიელესი ფაფა, რომელიც ყველა მიკრო და მაკროელემენტს შეინარჩუნებს. გაყავით 3 ულუფად. წიწიბურასთან ერთად ამ დღეს უნდა მიიღოთ 1 ლიტრი 1%-იანი კეფირი ან მაწონი. შეგიძლიათ, წიწიბურას მოასხათ და ისე მიირთვათ. მთელი დღის განმავლობაში სვით პიტნის ჩაი. მესამე ვარიანტი: ორთლქსახარშში მოხარშეთ 1 ჭიქა წიწიბურა და 200გ ბროკოლი. გაყავით 3-3 ულუფად და მონაცვლეობით მიირთვით (ანუ ფაფა და ბროკოლი - ცალ-ცალკე). საღამოს დალიეთ 200მლ გვირილის ან პიტნის ჩაი. პლუსები: წიწიბურა ვიტამინების, მინერალებისა და მიკროელემენტების ნამდვილი საბადოა. ის მდიდარია უჯრედისით, ხელს უწყობს საჭმლის მონელებას და რეკომენდებულია მათთვის, ვისაც სჭირდება ძალების სწრაფად აღდგენა დიდი ფიზიკური დატვირთვის შემდეგ. მინუსი: ნახშირწყლები, რომლებსაც წიწიბურა შეიცავს, რთული ნახშირწყლებია, ამიტომ ორგანიზმი მათ ძნელად ითვისებს. გარდა ამისა, წიწიბურას ფაფა აუცილებლად უმარილოდ, უცხიმოდ და უსაწებლოდ უნდა მიირთვათ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კერძი საკმაოდ მშრალი და უგემურია.
კეფირის, მაწვნისა და ხაჭოს დღე - არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას
პირველი ვარიანტი: დაგჭირდებათ 1,5ლ უცხიმო კეფირი ან მაწონი, რომელიც 5 ულუფად უნდა გაყოთ. კეფირთან ერთად შეგიძლიათ მიირთვათ 50გ უცხიმო ხაჭო. მეორე ვარიანტი: 400გ უცხიმო ხაჭო და 1ლ 1%-იანი კეფირი - ასეთია თქვენი დღიური რაციონი. ხაჭო უნდა გაყოთ 4 ულუფად და მიირთვათ საუზმეზე, სადილად, სამხრად და ვახშმად. ყოველი ულუფა კეფირთან ერთად უნდა მიიღოთ, არა ერთბაშად, არამედ ნელ-ნელა. პლუსები: კეფირი საჭმლის მონელებას აუმჯობესებს, მის ასათვისებლად ორგანიზმს 1 საათი ჰყოფნის. ხაჭო დანაყრების შეგრძნებას აჩენს და აუმჯობესებს სისხლში ჰემოგლობინის შემცველობას. მინუსი: ზოგიერთი ადამიანი ვერ იტანს რძისა და რძემჟავა პროდუქტებს. მათ ამ დიეტამ შეიძლება კუჭში სიმძიმის შეგრძნება გაუჩინოს. ხაჭო და კეფირი მდიდარია კალციუმით და შეიცავს სასარგებლო ბაქტერიებს.
„მკურნალი“