გოგოებო, თქვენი შველა მჭირდება

ლამის 1 თვეა დამეწყო თმის ცვენა
თვითონ თმის ღერი ჯანმრთელია, ბზინავს და გაყოფილი არაა, მაგრამ მუჭს რომ ჩამოვისვამ, 5 ღერი მაინც მოყვება

რა კოშმარია, დავიტანჯე
ვიზუალურად ჯერ ვერაფერს ვამჩნევ, მაგრამ მელოტი გავხდები მალე ალბათ

ისედაც სწორი და თხელი თმა მაქვს
ვიცი რომ პერიოდულად ადამიანს თმა ცვივა, მაგრამ ამდენი ხანი კაცო?
თან ცოტა წონაში დავიკელი და იქნებ ეგაა მიზეზი?
ერთი მარტო კასტორკის წასმის მერე არ მცვიოდა შემდეგ დაბანამდე, მაგრამ მეზარება 2 საათით ადრე თავის შეხვევები...უფრო სწორად სახლშI არ ვარ მასე დიდხანს

ვფიქრობ თავის კანზე მაქვს პრობლემა, რადგან ამ ბოლო დროს ქერტლი გამიჩნდა და მგონი მაგიტო მცვივა (როგორც ვიცი ქერტლმა იცის თმის ცვენაც)
არადა ცხიმიანი კანი და თმა მაქვს და რატომ უნდა მეფიტებოდეს კანი ვერ ვხვდები

ეხლა კაი ხანია ცხიმიანი თმის შამპუნს აღარ ვხმარობ, აღარც ფენს...
გაოცდილებიდან რამეს ხომ ვერ მირჩევთ? ანუ ჯერ კანის დამატენიანებელი მინდა რამე რომ ქერტლი გაქრეს და თმის ცვენა სავარაუდოდ თავისით მოგვარდება მერე