მართალი ხარ, ბოდილაინი ძვირია და უხარისხო აპარატებით გამოირჩევა, რომელიც წვავს ხალხს

ეხლა ჩემი დასკვნები: ლაზერული ეპილაცია სახეზე ჯობია არ გაიკეთო, ჯობია ნემსით მოიშორო ზედა ტუჩი და ბაკები, სამუდამოდ გაქრობის მეტი შანსია, თუმცა თუ გეზარება ტკივილი უნდა იცოდე, რომ ლაზერის გაკეთება სახეზე ბევრჯერ მოგიწევს, განსხვავებით ხელ,ფეხის, იღლიის და ბიკინისგან. აი სად არის ლაზერული ეპილაცია მისწრება!
აუუ პირველად რომ ბიკინზე ლაზერი გავიკეთე ეს იყო სუპერ, სულ დამჭირდა 4 მისვლა და ფაქტიურად ბიკინის ზონაში თავისუფალი ვარ, ასევეა იღლია. მაგრამ სახეზე მე-12 ედ მიწევს მისვლა. ანუ იქ ბევრად სუსტია ლაზერი.
რახ შეეხება იმას თუ სად გაიკეთოთ, ან გვარამია, ან მედი ან ესთეტიკი
მე მიყვარს მედი, იმიტომ რომ ამ სამიდან ყველაზე კარგი ფაასები აქვს ყოველთვის. ეხლაც მესიჯი მომივიდა 4 თეთრი აქვთ ხელზე და ფეხზე ყველა ფილიალში. მომსახურებით და პროფესიონალიზმით სამივე გამოირჩევა.
გამიხარდება თუ რამეში დაგეხმარეთ